ისევ მარცხი - თბილისის "დინამომ" 1:2 წააგო, თუმცა შანსს ინარჩუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:2 დამარცხდა.

„დინამომ“ მოიგერია რა მეტოქის სასტარტო შეტევა, სწრაფი კონტრიერიშით უპასუხა. მარუშიჩი მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, მაგრამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ, სულ მალე მასპინძელთა მცველების შეცდომით აცილმა ისარგებლა და სტუმრები დააწინაურა. ამის შემდეგ მეტ-ნაკლებად თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, ნაკლებად სანახაობრივი, მოედანზე საინტერესო არაფერი ხდებოდა. საქართველოს ჩემპიონს უჭირდა ბურთის დაჭერა, ინიციატივის დაუფლება. მას ელემენტარულად არ ჰყავს ლიდერი, რომელიც გუნდს წინ გაუძღვება და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენებაზე „დინამოს“ მწვრთნელმა
ცხადაძემ თამაშის გასამწვავებლად ორმაგი ცვლილება განახორციელა - ქარდავასა და გაბედავას ნაცვლად მოედანზე მექვაბიშვილი და ოსეი შეუშვა. ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა რეალურ მომენტამდე საქმე ვერ მიჰყავდა. ჰაიფური გუნდი კი თავს უნარიანად იცავდა და თამაში მისთვის სასურველი სცენარით ვითარდებოდა. 66-ე წუთზე მეირის პასით შეცვლაზე შესულმა დავიდმა მიგინეიშვილის კარი დალაშქრა და „დინამო“ უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდა. თუმცა ბოლოს „დინამომ“ დიდი ძალებით შეუტია და პაპავამ ანგარიში შეამცირა.

მოკლედ, "დინამომ" ისევ წააგო, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ არც მისი მოწინააღმდეგე წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, ორრაუნდიან დაპირისპირებაში მთლად უშანსოდ არ არის.

ამ გუნდების განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ჰაიფაში ჩატარდება.

თბილისი. „დინამო არენა“
დინამო (თბ) - მაკაბი 1:2
გოლები: 0:1 აცილი (8), 0:2 დავიდი (66), 1:2 პაპავა (89)

დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხვადაგიანი (კობოური 70), პაპავა, ბენიო, სპორკსლედე, ქარდავა (მექვაბიშვილი 46), რადინი (მორჩილაძე 78), ხარაბაძე, კუცია (ქავთარაძე 70), გაბედავა (ოსეი 46), მარუშიჩი

მაკაბი: კოენი, გერშონი, მეირი, პლანიჩი (დაბანი 84), მენაჰემი, აბუ ფანი, როდრიგესი, ჩერი (ლევი 71), აცილი (დავიდი 64), დონიო (საჰარი 63), აზიზა (ასკენაზი 84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
შანსს ინარჩუნებსო? შენ ბრატ კიევის დინამოზე ამბობ, თუ ჩვენი? დინამოები ხომ არ აგერია ერთმანეთში?... შენ თვითონ, თუ გჯერავს რაც დაწერე?
კ ო მ ბ ლ ე
23 ივლისი 2021 02:04
0
რას ერჩით? მშვენივრად ითამაშა თბილისის "საზანგეთმა". დაიმატონ კიდევ რამდენიმე ლურჯკანიანი მოზამბიკის სოფელ მუტომბოდან და მერე ბარსასაც მოუგებენ.
ლუი საზანგეთიდან
22 ივლისი 2021 23:29
14
რას იზამ სპორტი - სპორტია! იმათებმა აჯობეს ჩვენებისას. მკობნის მჯობნი არ დაილევაო!
ოზუზი
23 ივლისი 2021 05:19
5
ოთხ თამაშში ერთი ქულა მაინც აიღეთ, თქვე უნამუსოებო.....
zaz197
22 ივლისი 2021 22:55
1
მკვდარი არს ფეხბურთი ქართული.....
123პპ
22 ივლისი 2021 22:55
2
ჰმ, განა მარტო ფეხბურთია მკვდარი?
xx
23 ივლისი 2021 10:15
0
Ფიფია პრემიერმინისტრად, ან გაეროს გენერალურ მდივნად
Ნიკოლოზი
22 ივლისი 2021 22:53
0
მადლობა დინამო თბილისს და მადლობა ფიფიას რომ ყოველწლიურად წერთ საქართველოს ისტორიას!
Anti
22 ივლისი 2021 22:48
0
გაუჭირდებოდათ თუ არ იზავდნენ?? ესენი აღარ უნდა აკრიტიკო მაინც ყველას კიდია!! ამათ უნდა დაცინო!!
ნკ
22 ივლისი 2021 22:39
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული