ბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი
(ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბათუმის დინამომ აუცილებლად უნდა დაამარცხოს თავის მოედანზე ბატეს დონის გუნდები,თუ გვინდა მივაღწიოთ წინსვლას.ასეთი თამაშით არაფერი გამოვა!
....
23 ივლისი 2021 08:10
0
ვინმე აზარივი ფეხბურთელად რომ მიიჩნევა იმ ქვეყანაში ფეხბურთი არ არსებობს.დაცვაში დღეს ვინც ითამაშა ბათუმიდან ფეხბურთელების გარდა ალბათ ყველაფერი არიან..
ემიგრანტი
23 ივლისი 2021 04:07
10
ამ გუნდს აკლია კარგი მწვრთნელი,გაიყვანა ფლამარიონი გაიყვანა ტეიდი და გუნდი გაჩერდა,სამწუხაროდ ჩაბრაძეც ვერ შეხვდა ფორმაში ამ თამაშს,ძალიან სუსტი იყო.მამუჩასგანაც უკეთესს თამაშს ველოდით,სანოგო კიდე ტყულაა გუნდში,მგონი გეგუჩას ბოლო სეზონია დინამოში,არ გამოსდის რაღაც...
Aba hee
23 ივლისი 2021 02:18
0
ბათუმა რატომ უნდა მოუგოს ბატეს? გასიებული ფანცულაიას ფეხბურთელი გონია თავი,ან ვიღაც აზაროვი ნაკრებში როგორ უნდა იყოს?
ტულა
23 ივლისი 2021 00:52
41
იმიტო უნდა მოუგოს რომ ქართველები ვართ,ქართული გუნდია,მაგარი გულშემატკივრები ყავს,მაგარი სტადიონი გვაქვს,ასე თუ ისე შეკრული გუნდია და ყველა ქართველს გვსურს წარმატებას მიაღწიოს...მე თელაველი ვარ და ყველა ქართულ გინდს ვუგულშემატკივრებ,დიდი არაფერი გუნდია ბატე,გამოუცდელი ბიჭები არიან ჩვენები,ყოველწელს ბატესავით 4-6 თამაშს რო თამაშობდეს ბატესავით,უპრობლემოდ მოიგებდნენ,ხო სხვათაშორის ამ ბატეში ბელარუსის ნაკრების 11 ფეხბურთელი ასპარეზობს,იმედი მაინც არის და მჯერა გავა ბათუმი,აი ასე წინ ქართველებო
გულშემატკივარი
23 ივლისი 2021 01:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული