კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.
განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.
ბათუმი. „ბათუმი არენა“
დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)
დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი (ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)
ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)