ბათუმის "დინამო" "ბატესთან" თანაბარ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის "დინამო" საკუთარ მოედანზე "ბატესთან" 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ. მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთესად ჩაატარეს, რამდენიმე შანსი გაუშვეს ხელიდან, 83-ე წუთზე კი ნეხაიჩიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

განმეორებითი შეხვედრა 29 ივლისს ბორისოვოში გაიმართება და ზღვისპირელებს რევანშის აღებისა და ორრაუნდიანი დაპირისპირების თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის საშუალება ექნებათ.

ბათუმი. „ბათუმი არენა“

დინამო (ბთ) – ბატე 0:1
გოლი: ნეხაიჩიკი (83)

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (მანჯგალაძე 87), მამუჩაშვილი
(ზარია 59), ჯიღაური (ნავალოვსკი 87), ფლამარიონი, (სანოგო 80) ფანცულაია (გაფრინდაშვილი 59)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ვოლოდკო (ბორდაჩევი 46), უმაროვი (ბესმერტნი 90), იაბლონსკი, კარასიოვი, ნეხაიჩიკი, სიგნევიჩი, მილიჩი (იუსოვი 73)

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბათუმა რატომ უნდა მოუგოს ბატეს? გასიებული ფანცულაიას ფეხბურთელი გონია თავი,ან ვიღაც აზაროვი ნაკრებში როგორ უნდა იყოს?
ტულა
00:52 23-07-2021
41
მერამდენედ უკვე ყველა ქართული გუნდი აგებს საერთოდ რა გვინდა ვიცით??? ჩვენ ჩემპიონატს რა დონეც აქვს აგერ ბატონო. სანამ ჩემპიონატის დონე არ აიწევს სანამ კონკურენცია არ იქნება სანამ მარტო 2 და 3 გუნდი იქნება ფინანსურად სტაბილურად და სხვები სულს ღაფავენ არაფერი არ გვეშველება. სამწუხარო რეალობა ესაა. ბავშვთა ფეხბურთის განვითარება უნდა ავიდეს მაღალ დონეზე რო გაიზარდოს კონკურენცია გუნდებში. ვტრიალეთ ერთი და იგივე მოჯადოებულ წრეზე და ვართ.
ქართველი
09:47 23-07-2021
0

სიახლეები პოპულარული