"ბატეს" მწვრთნელი: ბათუმის "დინამო" შემტევი გუნდია და თუ უფლება მიეცი, ყველაფერს გააკეთებს

AutoSharing Option
29 ივლისს, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, "ბატე" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს. მატჩისადმი ინტერესი მაღალია. "ბორისოვო-არენაზე" გულშემატკივრებს უფასოდ მიიყვანენ ავტობუსებით. მომავალი შეხვედრის შესახებ ბელარუსული გუნდის მწვრთნელმა ვიტალი ჟუკოვსკიმ pressball-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- შანსებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ. მხარდაჭერას ველით. სხვების მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, შესაძლოა, ვინმეს გასვლაზე თამაში არ მოსწონს. ჩვენთვის სახლში ასპარეზობა მნიშვნელოვანია.

- "დინამოს" პირველი მატჩი წაგებული აქვს. მეტოქისგან უფრო შემტევ თამაშს ელით?
- ეს ისედაც შემტევი გუნდია. აზრი იმაში მდგომარეობს, ჩვენ თვითონ
როგორ ვითამაშებთ. თუ უფლება მივეცით, მოწინააღმდეგე ყველაფერ შესაძლებელს გააკეთებს. უკან ჩაკეტვასა და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს არ ვაპირებთ.

- "ბატეს" ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობის მდიდარი გამოცდილება აქვს. კონფერენს ლიგაზე მონაწილეობამ ფეხბურთელთა მოტივაცია ხომ არ შეამცირა?
- ამ ტურნირზეც ბევრი მეტოქეა. დიახ, სხვა მასშტაბია, ბევრი ნიუანსია. ეს ევროტურნირია, ყველანი ძალიან კონცენტრირებული არიან, ყველას გამარჯვება უნდა.

- ფინანსების თვალსაზრისით, ეს მატჩი კლუბისთვის რამდენად მნიშვნელოვანია? ეს საკითხი ხელმძღვანელობასთან განიხილეთ?
- არა, ასეთი საკითხები ჩვენთან არ განიხილება. ყველას ესმის, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა. კლუბის იმიჯი, ფინანსური შემადგენელი, ეს ერთობლიობაა. თუ ევროტურნირებზე იღებ მონაწილეობას, უფრო ხარისხიანი ტრანსფერების განხორციელება შეგიძლია. ბევრი ნიუნსია. ევროტურნირები მარტო ფული კი არა, არამედ აგრეთვე კლუბის პრესტიჟია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გენაცვალე ბათუმი ფულიც მომაგებინე ყველაფერთან ერთად მაგრად მჯეროდა რო მოიგებდით
შაკო
23:02 29-07-2021
0
თამაშს აჩვენებენ?
Daviti
18:26 29-07-2021
0

სიახლეები პოპულარული