ჰაიფის "მაკაბისთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებითი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.
ცხადაძემ მეტოქეს ისრაელის სუპერთასის მოგება მიულოცა, აღნიშნა, რომ თბილისში გამარჯვების შემდეგ უკეთეს მდგომარეობაშია, მაგრამ თუ დაცვაში საიმედოდ ითამაშებენ და შეტევაში შანსებს გამოიყენებენ, ყველაფერია შესაძლებელი, არაფერია დასრულებული და ისევე მართებთ თამაში, როგორც პირველი მატჩის მეორე ტაიმში. საჭიროა ინდივიდუალური შეცდომები აღარ დაუშვან და შემტევი ფეხბურთი აჩვენონ.
ცხადაძის თქმით, "მაკაბი" კარგი გუნდია, კარგ ფეხბურთს თამაშობს, თუმცა ყველას აქვს თავისი მინუსები, რაც დაინახეს და 25 ათასი