ბათუმის "დინამოს" ბრწყინვალე ქამბექი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმის "დინამომ" კონფერენს ლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში გასვლაზე "ბატე" 4:1 გაანადგურა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბელარუსულმა გუნდმა დებიუტიდანვე შეუტია, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია, 30-ე წუთისთვის თამაში გათანაბრდა, „დინამომ“ რამდენიმე იერიში განახორციელა და ზედ შესვენებაზე გასვლის წინ გოლი გაუშვა - საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მეკარე კუპატაძე და კობახიძე ერთმანეთს შეეჯახნენ, იაბლონსკიმ „ბატე“ დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა.

შესვენების შემდეგ კი „დინამო“ ბრწყინვალედ გარდაისახა, აქტიურად შეუტია და შედეგსაც მიაღწია: ჯერ ბურთი საკუთარ საჯარიმოში ხელზე იაბლონსკის მოხვდა და პენალტით
ანგარიში მამუჩაშვილმა გაათანაბრა, ხოლო მერე ჩიჩკანის კარი ფლამარიონმა, აზაროვმა და შეცვლაზე შესულმა ფანცულაიამ დალაშქრეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, რასაც ვულოცავთ კიდეც.

ტურნირის მესამე ეტაპზე ბათუმის "დინამო" თურქეთის "სივასპორს" 5 და 12 აგვისტოს დაუპირისპირდება.

ბორისოვო. „ბორისოვო - არენა“. 7 120 მაყურებელი
ბატე - დინამო (ბთ) 1:4
გოლები: 1:0 იაბლონსკი (45+2), 1:1 მამუჩაშვილი (48), 1:2 ფლამარიონი (59), 1:3 აზაროვი (74), 1:4 ფანცულაია (90+5)

ბატე: ჩიჩკანი, ნეჩაევი, ი. ფილიპოვიჩი, ა. ფილიპოვიჩი, ბორდაჩოვი, მილიჩი (ბესმერტნი 85), კარასიოვი (ნოსკო 85), იაბლონსკი, უმაროვი, სიგნევიჩი (იუსოვი 63), ნეხაიჩიკი

დინამო (ბთ): კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე, აზაცკი, აზაროვი, ტეიდი, ალთუნაშვილი (ნავალოვსკი 90+4), მამუჩაშვილი (გაფრინდაშვილი 79), ზარია (მანჯგალაძე 66), ჯიღაური (შინდაგორიძე 79), ფლამარიონი (ფანცულაია 79)

მკითხველის კომენტარები / 28 /
დიდი ხანია ქართული გუნდის თამაშით სიამოვნება არ მიმიგია და დღეს, ბათუმის დინამოს თამაშით მართლა სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. ყოჩაღ ბიჭებო, მასე გააგრძელეთ.
გისურვებთ წარმატებებს!
ზაზა
29 ივლისი 2021 23:37
0
გულწრფელად ვულოცავ ბათუმს და სრულიად საქართველოს ამ მოგებას.
გულშემატკივარი
29 ივლისი 2021 23:22
1
გილოცავთ. რას ნიშნავს, რომ გუნდს პატრონი ჰყავს. გაიგე ფიფია?
კოტე ბრეგვაძე
29 ივლისი 2021 23:17
0
ბრავო!გილოცავთ, გილოცავთ!ბათუმის დინამოელებმა ძალიან გაახარეს საქართველო და ჩვენი თანამემამულეები მთელ მსოფლიოში!
Tengiz Pachkoria
29 ივლისი 2021 23:21
0
ვულოცავ ბათუმს... აი გუნდი და შემართება... თბილისის დინამო უნდა დაშალო... ურჩევ თბილისელებს დარჩნენ ისრაელში სამაშაოთ რამეზე...
Dila gori
29 ივლისი 2021 23:10
1
დიდებული გამარჯვება იყო, კარგა ხანია ქართული ფეხბურთით ესე არ გამიხარია. ყოჩაღ ბიჭებს და ასევე ყოჩაღ კომენტატორს, აუ რამდენი მაცინა :) მაგარი ტიპია. ტურისტული სეზონი გახსნილიააა!:)))
irakli81
30 ივლისი 2021 00:52
0
მადლობა ბათუმის დინამოს
მჯეროდა, რომ ბათუმში შემთხვევის წყალობით მოგვიგეს.
4 ბურთის გამტან გუნდს ეს არ უნდა უთხრა, მაგრა თუ სამიზნეს გაისწორებთ არც სივასფორი იქნება აუღებელი ციხესიმაგრე.
წარმატებები ყველა თამაშში.
ისე ჯგუფში თუ გააღწევთ არც ეგ გვეწყინება არავის :)
ოთარი
29 ივლისი 2021 23:46
1
გილოცავთ. რას ნიშნავს, რომ გუნდს პატრონი ჰყავს. გაიგე ფიფია?
კოტე ბრეგვაძე
29 ივლისი 2021 23:11
0
გენაცვალეთ თქვენა!
რაგბის ფანი
29 ივლისი 2021 23:11
2
ჩვენი კლუბებისგან ასეთი კარგი თამაში დიდი ხანია არ მინახავს! გააზრებული ტაქტიკური სქემები, კარგი შესრულება, დიდი ნებისყოფა თამაშის შესამოტრიალებლად! ბრავო ბათუმი!
მერაბი
30 ივლისი 2021 13:12
0

სიახლეები პოპულარული