ცხადაძემ აღიარა, რომ გუნდი ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არაა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგაზე ჰაიფის "მაკაბისთან" 1:5 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

ცხადაძემ წაგების გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა, აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, დაცვის შეცდომების შედეგად გოლები გაუშვეს, მესამე გოლის შემდეგ გუნდი დაიშალა, ამჟამად "დინამო" ასეთ დონეზე სათამაშოდ მზად არ არის, მარცხზე პასუხისმგებელი მწვრთნელია და ახლა ანალიზის გაკეთება ძნელია.

მკითხველის კომენტარები / 12 /
უდაბლეს დონეზე სათამაშოდ მზად არ არის? და ამას ახლა ამბობს მწვრთნელი? ხომ არ მოვთხოვოთ უეფას, ახალი გათამაშება შექმნას ჩვენთვის, ანდორის და სან მარინოს კლუბებისთვის? ბათუმმა ხომ მოახერხა მოგება და თან საკმაოდ კარგი ხარისხი აჩვენა?
merabi-1960
30 ივლისი 2021 16:35
0
ბათუმის დინამო,ამჟამად ისეთ დონეზეა დაკომპლექტებული და ისეთ დონეზე თამაშობს,რომ თბილისის დინამო,შემადგენლობის გაძლიერების გარეშე,კაიხანს,ახლოს ვერ გაეკარება,საჩემპიონო ტიტულს.იმედი მაქვს,ქუთაისის ტორპედო,ბოლოს და ბოლოს დაძლევს ფინანსურ კრიზისს და თუ ეს მოხდა,ძალიან სწრაფად შეძლებს საჩემპიონო რბოლაში ჩაბმას თუ არა,ძალიან ანგარისგასაწევ გუნდად ჩამოყალიბებას მაინც.ლოკომოტივი და საბურთალოც ნიჭიერ ბიჭებს ზრდიან და კონკურენცია,თვითონ აიძულებს ფიფიას,ცოტა მეტი ყურადღება მიაქციოს დინამოს.გუნდს პირველ რიგში კარგი მენეჯერი სჭირდება,რომელიც იზრუნებს გუნდის განვითარების სტრატეგიის შექმნასა და მის განხორციელებაზე.ამის გარეშე,კლუბს სამეულზე ბრძოლაც კი, ძალიან გაუჭირდება
სოსო
31 ივლისი 2021 10:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული