გეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სივასპორთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ვერ დავეთანხმები, რომ გოლები მხოლოდ ცენტრალური მცველების შეცდომების გამო გავუშვით. შეხვედრის ბოლოს რომ კონცენტრაცია დავკარგეთ, ეს ფაქტია. შესაძლოა, ყველაფერი დაღლილობის ბრალი იყო. 75 წუთი კარგად ჩავატარეთ, ამის შემდეგ კი შეცდომებმა იმატა.

რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, მით უფრო რთულდება ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორსაც შეჩვეული ვართ. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში და როცა მას უღალატებ,
აუცილებლად ისჯები.

სტუმრად ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩემში რაც ოპტიმიზმს იწვევს, ისაა, რომ გუნდი პროგრესირებს და ეს დამაიმედებელია. ამ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კრიტიკულად მიდგომა აუცილებელია".

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
გია, კარგ ანალიზს გააკეთებთ დარწმუნებული ვარ. გუნდმა შეიძლება კონცენტრაცია დაკარგა, მაგრამ გოლები აშკარად კიბახიძის ინდივიდუალური შეცდომების ხარჯზე გავიდა, ეს ფაქტია
გია
06 აგვისტო 2021 00:07
2
მეტი საგანგაშო რაღა გინდა? გუნდი სახლში თუ მარტო 75 წუთს თამაშობს, გასვლაზე რატომ შეძლებს ბოლომდე თამაშს? ორი უმარტივესი სტანდარტიდან გავუშვით და მაგას უნდა ღრმა ანალიზი?
????
05 აგვისტო 2021 23:54
15
"დაცვას მიხედე ხვედელიძე დაცვას! (ი.ხვიჩია) ძალიან სუსტად გამოიყურება ჩვენი "ნაქები" კობახიძე, ღმერთმა მოგცეს და ბათუმს საშუალება აქვს დაცვაში როტაციაზე დაფიქრდეს. ავტორიტეტები და ძველი დამსახურებების დაფასება სხვაგვარად მოვახერხოთ, ეხლა კი ქვეყნის საერთოშორისო საფეხბურთო პრესტიჟზეა საუბარი
kaxi
06 აგვისტო 2021 12:21
0
სხვის მინდორზე ბათუმი თამაშს არ უფრთხის. ანალიზს გეგუჩაძე გააკეთებს, უსათუოა, მაგრამ შესრულებას სათანადო კლასი სჭირდება. ვნახოთ, ამ შემადგენლობითაც შეიძლება სივასპორის დამარცხება, დაუძლეველი ბარიერი ნამდვილად არაა. ჩემპიონატი რომ კარგი გვქონდეს, რა გვიჭირს, მივეჩვეოდით ბოლომდე თამაშს.
მერაბი
06 აგვისტო 2021 09:33
3
დაგვიმუღამეს რომ თავით თამაში არ გვეხერხება და ჩაწოდებები დაიწყეს.არ უნდა მისცე ფლანგიდან თავისუფლად ჩამოწოდების საშუალება და ბურთი უნდა გააგორო რა კომპონენტშიც ჯობიხარ ის უნდა ითამაშო.სულ ეგ არის.
cheroeli
06 აგვისტო 2021 08:54
1
წლებია 75 წუთზე მეტს ვერ უძლებთ და არაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ
შოკირებული გულშემატკივარი
06 აგვისტო 2021 01:12
1
აი გოლი ვიცნ გაგვიტანა ის სანოგოსნაირი ცენტრ ფორვარდია და შენმა კობახიძემ და აზაცკიმ ჩაიგდო მასთან თამაში შენ კიდე სანოგოს მაგივრად ფანცულაიას და ნიქაბაძე რომ ათამაშებ მაშინ როცა მაღალი და ძლიერი თავდამსხმელი რომ გყავს მემგონი ვერ ხარ კარგად ჩემს მიერ ზემოთ ხსენებული თავდამსხმელები კიდე გადაბმულად ორ პასაც ვერ აკეთებენ
ბალეშიკ
06 აგვისტო 2021 11:17
2
Არაუშავს გია გასვლაზე მოუგებთ .საუკეთესო ხარ ქართველ მწვრვთვნელებში
Მილანელი
06 აგვისტო 2021 02:50
3
საგანგაშოს რას უნდა ხედავდე,შევეჩვიეთ უკვე. ერთ ეტაპს გაივლის გუნდი და გმირად გაცხადებენ. რაც ბათუმმა ითამაშა ეგ იყო ზღვარი. მეტის უფლებას კლასი არ იძლევა. ეგ შენი ბრალი არ არის. ზოგადად ქართულ ფეხბურთშია ეგეთი მდგომარეობა. პროფესიონალიზმი არ იგრძნობა,სამაგიეროდ ამპარტავნობა იგრძნობა,კრიტიკას ვერ ან არ ეგუებით. ამ გადმოსახედიდან ბელარუსში ნაჩვენები შედეგი ჩაწყობილი მგონია. იქ ალბათ ფრეს ითამაშებთ.
გრიგოლი1408
06 აგვისტო 2021 14:15
8
უკვე მერამდენედ ხდება ერთი და იგივე: 75 წუთის მერე გუნდი ჩერდება, ასე მოხდა ბატესთანაც, იმიტომ რომ ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებთ, თანაც ძალიან. ფაქტია, სივასფორის მწვრთნელმა კარგად შეისწავლა ბათუმის პლიუს-მინუსები და გამოიყენა კიდეც სათავისოდ, თორემ ეს სივასი რისი გამკეთებელიც არის კარგად გამოჩნდა მთელი 75 წუთის მანძილზე.
ქობულეთიდან
06 აგვისტო 2021 13:45
0

სიახლეები პოპულარული