გეგუჩაძე: მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ - იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "სივასპორთან" 1:2 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გააკეთა:

"მარცხის მიზეზებს უფრო ღრმა ანალიზი სჭირდება. ვერ დავეთანხმები, რომ გოლები მხოლოდ ცენტრალური მცველების შეცდომების გამო გავუშვით. შეხვედრის ბოლოს რომ კონცენტრაცია დავკარგეთ, ეს ფაქტია. შესაძლოა, ყველაფერი დაღლილობის ბრალი იყო. 75 წუთი კარგად ჩავატარეთ, ამის შემდეგ კი შეცდომებმა იმატა.

რაც უფრო მაღალ დონეზე გვიწევს თამაში, მით უფრო რთულდება ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, როგორსაც შეჩვეული ვართ. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში და როცა მას უღალატებ,
აუცილებლად ისჯები.

სტუმრად ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ, მაგრამ ეს ჩვენს ძალებს არ აღემატება. გარკვეულ დასკვნებს გავაკეთებთ და იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება. ჩემში რაც ოპტიმიზმს იწვევს, ისაა, რომ გუნდი პროგრესირებს და ეს დამაიმედებელია. ამ მარცხში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ კრიტიკულად მიდგომა აუცილებელია".

altბათუმის "დინამომ" თითქმის მოგებული მატჩი წააგო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენი თამაში რო გვეთამაშა ბოლომდე აუცილებლად გავიმარჯვებდით მაგრამ გოლის შემდეგ დაუთმეს ბურთი,მარჯვენა ფლანგი ძალიან სუსტი გვყავს,კობახიძის და ოზაცკის ბრალი კი იყო გაშვებული ბურთები მაგრამ თუ დავაკვირდებით პირველი გოლისას მამუჩაშვილის ქმედებას რა გააკეთა კი გამოჩნდება რო კობახიძის ბრალი არ იყო მარტო მაგი გოლი,არ უნდა მისცე უფლება მაქედან ასე ადვილად ჩაწოდების მითუმეტეს აშკარად ჩანდა რომ ეს ვარჯიშის დროს მომზადებული ჩაწოდებები იყო,მამუჩამ უბრალოდ ხელი არ შეუშალა ჩაწოდებაში რასაც გოლი მოჰყვა,ჩაბრაძეს და მამუჩას ძაან უჭირთ,ჯიღაურიც ვერაა კარგ ფორმაში,და ოზაცკი ხო საერთოდ ვეღარც დადიოდა ბოლოსკენ,ფიზიკური მომზადება ნულის ტოლი გვაქვს...
Aba hee
06 აგვისტო 2021 13:24
0
Sawyenia meramdened sakutar moedanze..
Guls gvixarebs acharuli jigruli suli da mwams rom iq turqetshi imaze uaresad davamwuxrebt vidre chven aq..,
,, ME TAVS MKVET MAGRAM GAXSOVDET OSMANLOS ARASDROS DANEBDEBA GURJI SHVILEBI,, es didi qartvelis sitvebia!!
Geguch gagvaxare da gvaamaye..
Chorna
06 აგვისტო 2021 16:03
0
სამწუხაროდ უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავთ თურქებს და სწორედ ამით მოგვიგეს.რა თქმა უნდა შანსი კიდევ აქვს ბათუმს.ვეთანხმები ბალეშიკს.სანოგო კლასით გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ფანცულაია და მითუმეტეს ნიქაბაძე.ასეთ თამაშში ის უფრო გამოგვადგებოდა.მაგრამ გეგუჩაძეს ჩვევაა,თუ ძალიან არ სჯობს ლეგიონერი,ყოველთვის ქართველს ამჯობინებს.რაც ჩემი აზრით არაა სწორი.აკლიათ საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს კლასი.თან ძალიან აკლიათ.
master
06 აგვისტო 2021 11:53
1
შინდაგორიძეზე მეტი ეფექტური შემცვლელი თუ არ გვყავს,საიდან გრძელ სკამზე საუბარი?...
პეტროსი
06 აგვისტო 2021 11:25
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული