გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 3-ში უკანასკნელ საფეხურზე მყოფი ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის ემზადება. გუნდში კიდევ ერთი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი - 32 წლის მცველი გულვერდ თომაშვილი ჩაირიცხა.

გურულთა ახალწვეული თბილისის "დინამოს" რიგებში 132 შეხვედრისა და 6 გოლის ავტორია. ის გორის "დილაში" იმ დროს გამოდიოდა, როცა კლუბი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპთან ახლოს იყო. თომაშვილს "სამტრედიაში", "ცხინვალში", "ლოკომოტივში", "სიონსა" და "შევარდენშიც" უასპარეზია.

გულვერდმა ახალ კლუბში სადებიუტო გოლი უკვე გაიტანა - "გურიამ" ამხანაგურ შეხვედრაში "ბეთლემს" 3:1 სძლია, ფოთის "კოლხეთი" კი კიდევ ერთი ახალწვეულისა და გამოცდილი მოთამაშის, ვილი
ისიანის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

შეგახსენებთ, ლანჩხუთელთა რიგებში 39 წლის ალექსანდრე კოშკაძეც დაბრუნდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა.

altყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა კარგი,პერსპექტიული მცველი იყო ეს ბიჭი.ტრავმაც არ მიუღია ისეთი და რატომ ვერ ითამაშა კარგი ფეხბურთი საინტერესოა.ნაკრებშიც ხშირად იძახებდნენ.ახალგაზრდულში საერთოდ შეუცვლელი იყო.
Master
17:48 12-08-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული