ასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ძირითად დროში ბათუმის „დინამომ“ 1:0 სძლია გასვლაზე „სივასპორს“, მაგრამ დამატებით დროში გოლი გაუშვა და წაგების ტოლ ფრეს დასჯერდა, თუმცა გამარჯვებას იმსახურებდა.

სტუმრად მოგების შემდეგ თურქული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა „დინამომ“ არაფერი დაუთმო, ბრძოლა გაუმართა, პირველ ტაიმში ერთი პერიოდი ბურთზე კონტროლიც დაამყარა, ხოლო მეორე ტაიმში საუცხოოდ გაისარჯა: 57-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს ბურთი. მასპინძლებს ეს ანგარიში აწყობდათ, თამაშის გამწვავებას და გარისკვას ერიდებოდნენ. 64-ე წუთზე ბათუმელებმა დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფანცულაია ოთხ მცველს
გასცდა და მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ფლამარიონიმ ვერ ივარგა. ქართული გუნდი უპირატესობას დაეუფლა და მალე ტეიდის პასით ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ფლამარიონიმ ვერ უწია მიზანს და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა.

დამატებითი დროის დასაწყისში აქტიური ჩაბრაძის შეტევა გოლით არ დაგვირგვინდა. პირველი დამატებული ტაიმის დასასრულს კი ალავიძემ შეცვლაზე შესულ ფელიქსს არ დაანება გატანა. სამწუხაროდ, მან მაინც გაიტანა, 1:1 და „დინამო“ გათამაშებას გამოეთიშა.

ბათუმის „დინამომ“ დაამტკიცა, რომ უფრო მდიდარ კლუბებთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს ყველა ქართული გუნდისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

სივასი. „4 სექტემბერი“. 13 000 მაყურებელი
სივასპორი - დინამო (ბთ) 1:1 (ძირ. დრო 0:1)
გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, ჩიფტჩი, ალთინაი, ოგუზი (კოფიე 69), არსლანი (ერდალი 103), ილმაზი (გრადელი 59), ფაჯრი (ფელიქსი 81), ოკეჩუკვუ, კაიოდე, ჯეიმსი (იატაბარე 59)

დინამო (ბთ): ალავიძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, ჯიღაური (ნავალოვსკი 73), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 102), ფლამარიონი (ნიქაბაძე 85)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ტოლი ტოლზე ვათამაშეთ, შეიძლება კლასში არ გვეყო, თორემ მოგება შეიძლებოდა. Mტელი პრობლემა ეროვნული ჩემპიონატის დაბალ დონეში მდგომარეობს, ბათუმს რომ ყავდეს მისნაირი სამი-ოთხი გუნდი-კონკურენტი, აუცილებლად დაეტყობოდა გუნდების პროგრესს. ბოლოს ვიღლებით, კანონზომიერია, თურქებმა გადამწყვეტი გოლები თამაშის მიწურულს რომ გაიტანეს. მადლობა "დინამოს"!
მერაბი
09:33 13-08-2021
1
იცით რატო დავმარცხდით?! ბათუმში დაკარგული კონცეტრაციის გამო! მაგ გუნდისთვის სახლში მინიმუმ 2-0 უნდა მოგვეგო, ბოლომდე გუშინდელივით რომ კონცენტრაციის შენარჩუნება მოეხერხებინათ! აი გოლი რომ გავიტანეთ მივხვდით რომ არაფერი გუნდი არ იყო და მოვეშვით, ხოდა გაგვითანაბრეს! როდესაც მთავრდებოდა, შევეგუეთ 1-1 და უკვე საპასუხო თამაშზე ვფიქრობდით, ამ დროს თუქრებმა ბოლომდე იბრძოლეს და ბოლო წამზე კიდევ გაგიტანეს! 2-1 ! :( არ იყო ეს გუდნდი ჩვენს ბათუმზე უკეთესი! (აქვე მახსენდება გენო პეტრიაშვილის წაგებული ფინალი!) :( წარმატებები და დაშვებული შეცდომების გათვალისწინება მომავალში!
დათა
10:58 13-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული