ასე ახლოს მიზანთან - ბათუმის "დინამოს" დასანანი ფრე თურქეთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის ძირითად დროში ბათუმის „დინამომ“ 1:0 სძლია გასვლაზე „სივასპორს“, მაგრამ დამატებით დროში გოლი გაუშვა და წაგების ტოლ ფრეს დასჯერდა, თუმცა გამარჯვებას იმსახურებდა.

სტუმრად მოგების შემდეგ თურქული გუნდი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა „დინამომ“ არაფერი დაუთმო, ბრძოლა გაუმართა, პირველ ტაიმში ერთი პერიოდი ბურთზე კონტროლიც დაამყარა, ხოლო მეორე ტაიმში საუცხოოდ გაისარჯა: 57-ე წუთზე კარში პირველად დაარტყეს ბურთი. მასპინძლებს ეს ანგარიში აწყობდათ, თამაშის გამწვავებას და გარისკვას ერიდებოდნენ. 64-ე წუთზე ბათუმელებმა დაწინაურების შესანიშნავი შანსი გაუშვეს ხელიდან, როდესაც ფანცულაია ოთხ მცველს
გასცდა და მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ფლამარიონიმ ვერ ივარგა. ქართული გუნდი უპირატესობას დაეუფლა და მალე ტეიდის პასით ფანცულაიამ ანგარიში გახსნა. შემდეგ ფლამარიონიმ ვერ უწია მიზანს და ძირითადი დრო 0:1 დასრულდა.

დამატებითი დროის დასაწყისში აქტიური ჩაბრაძის შეტევა გოლით არ დაგვირგვინდა. პირველი დამატებული ტაიმის დასასრულს კი ალავიძემ შეცვლაზე შესულ ფელიქსს არ დაანება გატანა. სამწუხაროდ, მან მაინც გაიტანა, 1:1 და „დინამო“ გათამაშებას გამოეთიშა.

ბათუმის „დინამომ“ დაამტკიცა, რომ უფრო მდიდარ კლუბებთანაც შეიძლება ბრძოლა და ეს ყველა ქართული გუნდისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

სივასი. „4 სექტემბერი“. 13 000 მაყურებელი
სივასპორი - დინამო (ბთ) 1:1 (ძირ. დრო 0:1)
გოლები: 0:1 ფანცულაია (78), 1:1 ფელიქსი (110)

სივასპორი: ვურალი, ოსმანფაშა, ჩიფტჩი, ალთინაი, ოგუზი (კოფიე 69), არსლანი (ერდალი 103), ილმაზი (გრადელი 59), ფაჯრი (ფელიქსი 81), ოკეჩუკვუ, კაიოდე, ჯეიმსი (იატაბარე 59)

დინამო (ბთ): ალავიძე, აზაროვი, აზაცკი, კობახიძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ტეიდი, ჯიღაური (ნავალოვსკი 73), მანჯგალაძე (ფანცულაია 46), მამუჩაშვილი (შინდაგორიძე 102), ფლამარიონი (ნიქაბაძე 85)

მკითხველის კომენტარები / 36 /
ბიჭებმა ბრძოლას არაფერი დააკლეს და ენა არ მომიბრუნდება,საყვედური ვუთხრა.მაინც ფიზიკა არ გვეყო და ფლამარიონის საუკეთესო ფორმაში ყოფნა.გაშვებული გოლის მომენტში,ერთბაშად 4 თუ 5 თურქი ფეხბურთელი აღმოჩნდა მეკარის წინ და არც ერთი ქართველი.არა უშავს,მთავარია ცხვირი არ ჩამოუშვან და შემადგენლობა არ დაშალონ.თუ საქართველოს ჩემპიონატში ორი სამი გუნდი მაინც ათამაშდა დინამოსთან ახლომახლო დონეზე,სამომავლოდ,ამისთანა გუნდს,ბათუმი აუცილებლად ჩამოაშორებს.
სოსო
15:24 13-08-2021
4
ფლამარიონმა ვერაფერი ქნა ვაბშე.. დასაკომპლექტებელია გუნდი ამაში ორო აზრი არაა. პირველ რიგში ორივე ცენტრალური მცველია ამოსაგდები კობახიძე თან კაპიტანი..კაი რა. ასევე ფლანგის ნახევარმცველები ორივე ახალია მოსაყვანი ბათუმში გოლის გამტანი მარტო დგომით გავს რონალდოს არაფერი ფეხბურთელი არაა.. ასევე მოსაყვანია ცენტრალური თავდამსხმელი გოლის გამტანი.. კოხრეიძე კირკიტაძე სადღაც 9მთის იქით რო გააქციეთ მაგათზე უკეთეს ლეგიონერს ნახავენ ესენი სადმე? ნორმალური ხელფასი მიეცათ და დაეტოვათ საქართველოში. ფლამარიონს ნაკრებში ვფიქრობდი მაგრამ.. ის ჩამშლელი გამურული კაი კაცი რო ავიყვანოთ ნაკრებში არაა ცუდი აზრი..მაინც ნაკლებობა გვაქვს კაი ჩამშლელის
რომა
13:29 13-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული