ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის მატჩში თბილისის "ნიკე" ნიდერლანდების ქალაქ ენსხედეში 0:9 დამარცხდა ადგილობრივ "ტვენტესთან".
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 5:0 მოიგეს. 4 გოლი ნიდერლანდების ნაკრების 21 წლის თავდამსხმელმა ფენა კალმამ გაიტანა. შესვენების შემდეგ "ტვენტემ" კიდევ 4 უპასუხო გოლი გაიტანა და გამანადგურებელი ანგარიშით გაიმარჯვა.
"ტვენტე" შემდეგ ეტაპზე სერბეთის სუბოტიცის "სპარტაკს" შეხვდება, რომელმაც ირლანდიის "პიმაუნტ იუნაიტედს" 5:2 სძლია. 21 აგვისტოს "ნიკე" ჯგუფში მესამე ადგილისთვის მატჩში "პიმაუნტ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
ენსხედე. "სპორტპარკ დიკმანი"
ტვენტე - ნიკე 9:0
ნიკე: ნადირაშვილი, გურიელიძე, აკობიძე, ბეგიაშვილი (გელაშვილი 46), მატვეევა,
გაჯიევა, ბებია, ჭიჭინაძე, კირვალიძე, მწყერაშვილი, ბუხრიკიძე