ბათუმის "დინამოს" მცველი თურქულ გრანდს სურს

AutoSharing Option
თურქული გამოცემა sabah-ის ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვის შეძენა "ტრაბზონსპორს" სურს.

შავიზღვისპირელებმა სუპერ ლიგის გასული სეზონი მე-4 ადგილზე დაასრულეს და თუ ევროპა ლიგის "პლეი-ოფში" "რომას" ვერ აჯობეს(პირველი მატჩი იტალიელებმა გასვლაზე 2:1 მოიგეს), კონფერენს ლიგაზე იასპარეზებენ.

გუნდში მარცხენა მცველი პოზიციაზე 32 წლის ისმაილ კოიბაში გამოდის, რომლის თამაშით "ტრაბზონსპორის" ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულიც არაა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს აზაროვის შეძენა.

თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ "ტრაბოზნსპორს" ქართველის ხელში ჩაგდება ადვილად არ გამოუვა, რადგან ირაკლის შეძენა ბევრ კლუბს სურს.

ბათუმის "დინამოში" კი მოთამაშის
შუა სეზონში გასხვისების იდეა არ მოსწონთ... თუმცა, თუ საინტერესო წინადადება იქნა, შესაძლოა, 19 წლის ფეხბურთელი ძლიერ ევროპულ ლიგაში ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
არ გაყიდოთ ჯერ ეგ ბიჭი, წინ დიდი მომავალი აქვს და შეინარჩუნეთ
მუმუ
18:40 20-08-2021
7
კრასნოდარში წასვლას ტრაბზონსპორში წასვლა სჯობს.
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული