შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
კობიაშვილი რა პიროვნებაც არის ცხადაძესთან ურთიერთობაში გამოჩნდა მოსვლისთანავე.
ცხადაძის გაგდებით უკეთესი რომ მოეყვანა კიდევ დახუჭავდა კაცი თვალს. რას დაამგვანეს ქართული ფეხბურთი ამან, მისმა უწიგნურმა გუნდმა და იმან ზემოთ რომ ყავს გლავარი
las
13 სექტემბერი 2021 15:10
10
ამხ. კობიაშვილო ! ის თუ გაგიგია, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის უპირველესი ნიშანია. ეს ათასწლეულების წინ გამოთქმული ფრაზა შენზე ვერ გავრცელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჭკუა შენ საერთოდ არ გაქვს ! ამიტომ კარგად მოისმინე რასაც გეტყვი : პირველ რიგში უნდა ისწავლო და მიხვდე ვისზე შეიძლება, რომ შენი აზრი გამოთქვა. შენ შეგიძლია ისაუბრო და შენი აზრი გამოთქვა შენი დონის ფეხბურთელებზე, მაგალითად მუჯირზე, იაშკაზე, ცქიტიშვილზე, დვალიშვილზე და მათ მსგავს ხელოსან ფეხბურთელებზე. ხელოვან ფეხბურთელებზე საუბარი, შენი მხრიდან ცოტა უხერხულია, რადგან მათ სიაში ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეწერები. შენ ვერ ასწავლი ჭკუას შენი თაობის ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ქინქლაძეები, არველაძეები, ჯამარაულები, ნემსაძეები, ცხადაძეები, შელიები და სხვანი. აღარაფერს ვამბობ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილ ძველი თაობის ლეგენდებზე. შენ რა მართლა გგონია, რომ დიდი ფეხბურთელი იყავი ? 100 თამაში ითამაშე ნაკრებში და ასივეში, მოედანზე მოთამაშე 22 ფეხბურთელს შორის ყველაზე უსუსტესი იყავი. ცხოვრებაში წინ პასი არ გაგიკეთებია და საერთოდ, თქვენმა თაობამ სქართველოს ნაკრების პრესტიჟი სამუდამოდ დამარხა და გააცამტვერა. ასე რომ, შენი ადგილი იცოდე და ვინმეზე შენი აზრის გამოთქმას თუ დააპირებ, ჯერ ვინმე ჭკვიანს (თუ გყავს გარშემო) კითხე, ვინძლო საქმე საგინებლად არ გაიხადო !
დ.დ.
13 სექტემბერი 2021 23:12
10
აუ თუ ძმა ხარ, ქინქლაძეს და არველაძეებთან ნუ აყენებ
Riquelme.
14 სექტემბერი 2021 20:43
0
მე როგორც ფეხბურთელს ძალიან ვაფასებ ორივეს ლევანსაც და შოთასაც მაგრამ ობიექტური რომ ვიყო მე ვფიქრობ რომ შოთას ბევრად უკეთესად ესმის თანამედრვე ფეხბურთი ვიდრე კობიაშვილს შოთამ თავისი შრომით და მონდომებით მიაჰწია წარმატებას სამწვრთნელო კარიერაში და 15 წელი მწვრთნელია და სადაც იმუშავა არსად არ შერცხვენილა პირიქით ყველგან მადლიერები არიან შოთამ თუ არ უნდა თქვას შოთას აზრი თუ არაა მნიშვნელოვანი მაშინ ვინღა უნდათქვას? რაც შეეხება კობიაშვილს ყველამ ქართულ ფეხბურთში ჩახედულმა ადამიანმა იცის რომ კობიაშვილს არაფრით დაუმსახურებია ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტობა არაფერი ფასეული პროგრამა და გეგმა არ ქონია ჩამოვიდა და დანიშნეს.
შოთა რომ არ დათხმდა მწვრთნელობას ეგ გასაგებია ისეთი რაღაც იკადრეს კობიაშვილმა კალაძემ არჩევნებზე რომ ამის შემდეგ საერთოდ არაა გასაკვირი მისი უარი მაგრამ ნუ მაინც საქართველოს ნაკრებია და როცა სჭირდები ნაკრებს ვფიქრობ მაინც უნდა დათახმებოდა და თუ ვინმე ჩაერეოდა და ხელსშეუშლიდა მუშაობაში მაშინ წამოსულიყო ნაკრებიდან არადა ხო ვიცით რომ შესთავაზა კობიაშვილმა მწვრთნელობა კობიაშვილი იქით იყოს გულშემატკივრის აბსოლიტურ უმრავლესობას უნდა რომ შოთი იყოს ნაკრების მწვრთნელი და ესე ხელაღებით უარი მე პირადად მეწყინა შოთისგან როგორც ერთ ერთ რიგით გულშემატკივარს.
გიორგი
13 სექტემბერი 2021 15:37
6
ბრავო.პროფესიონალიზმის კომენტარი მაინც სხვაა.მადლობა
Giusha3232
13 სექტემბერი 2021 15:51
2
აი ასეა რა,ასეთი უვარგისები რომ გავხდით.სხვების კრიტიკაში რომ ვართ სულ და ჩვენსასაც რმო არ ვაფასებთ მაგიტომაც არ ომვიდა ეს კაცი ნაკრებში.იცის ხალხის ფსიქოლოგია და მაგიტომ,რასიც სრულიად ვამართლებ და იმის ღირსებიც კი არ ხართ ამ კაცმა თავისი შეფასება რომ გააკეთოს ზოგადად ფეხბურთზე.
გეგი
13 სექტემბერი 2021 15:00
5
ქეცბაია ფედერაციის პრეზიდენტად!
მახა
13 სექტემბერი 2021 15:33
12
ვეთანხმები შოთას, მასზე ვერავინ იტყვის ნაკრებში ან ფეხებს უფრთხილდებოდა ან კიდევ არ თამაშობდა. როგორც შეეძლო ემსახურა ეროვნულ ნაკრებს და ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს. კობი შენ მანამდე მაგარ პატივს გცემდი, შენც სამაგალითო იყავი ნაკრებში. კობი შეგეშალა და კაცურად უნდა მოიხადო ბოდიში, შოთი არაა ის კაცი რომ ნაკრების წარუმატებლობა არ ეწყინოს და გაატაროს. ეგ კი არა სხვებმაც უნდა ამოიღონ ხმა და თქვან მარტო შენ რომ ამბობ. რა ნაკრებია ის რომ მარტო კვარას იმედზე ვიყოთ და ავკიდოთ 20 წლის ბიჭს,რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი ამხელა ტვირთი. სისტემა არ ვარგა და ეგ არის გამოსაცვლელი.
ზაზა
13 სექტემბერი 2021 15:25
5
კობიაშვილს პატივს ვცემდი, როგორც ფეხბურთელს. ვგულშემატკივრობდი როცა გერმანულ გუნდებში თამაშობდა,თუმცა ძალიან გამიკვირდა მისი დღევანდელი ფრაზა რომ წავიკითხე შოთას მიმართ,რომელსაც მასზე უკეთესი კარიერა ჰქონდა მინიმუმ.
ეტყობა თანამდებობა და დეპუტატობა თავში აუვარდა.ცოტა მეტი ურთიერთპატივისცემაა საჭირო, მითუმეტეს ერთი თაობისანი არიან.
რა დროს კომფლიქტობანაა. მიხედეთ ქართულ ფეხბურთს.
ჯუჯი
13 სექტემბერი 2021 22:56
0
ლევან კობიაშვილი არმესმის რატო არის ასე განწყობილი როდესაც თამში წააგე მოდიხა შენი პასხისმგებლობაც დანახე მარტო ფერხბურთელებზე ნუ გადტეხავ ჯოხს ცუდა ვითამშეთ და წავგეთ ხოდა ასეთ შემთხვევაში თავი უნდა დახარო და ტალხისსროლაც უნდა აიტანო და უნდა გააზრო რომ შეცდომები დაუშვა ყველამ ფეხბურთელებს რაც შეეხება ესე არშეიძლება თუ რაღაცას ამბობ მოდირა ბოლმდე თქვი ვის რა პრბლემა აქვს არმიდა დასხელება იმიტომ რომ ჩმი გუნდის წევრია ასე არარის თქვი პირდპირ რახდება შიგნით ასე ჰარზე მოტანილი საუბარი თითქოსდა ვიღაცას გუნდში წასვლა უნდოდა ამით რაგვიგოთ ან ვისი მისმარტით ვიყოთ კრტიკლები ? შოთა არველაძეს კი საკმრისზე მეტი დამსხურება აქვს და გამცდილება რომ იპროფესოროს და დიახ უნდა მიცეს თავისთავს ამის უფლება რომ პროფესორი იყოს ამსქმეში რადგან ასეთი კადრები ჩვენს ქვყანას ცოტა ყავს მათშორის შენსგუნდშიც ასერომ მოდიი თავი დახარე და აიტანე კრიტიკა რა საქმეში******** ვით და იმაზე იფქრეთ თუ როგორ გამსწორდეს ჩვენზე დაბალი დონის ნაკრებები აღწევენ პატარა წარმტებებს და ჩვენ სადვართ ? არასად საფეხბურთო რუკიდანაც კი გ ავქრებით ასე თუ გავგრძელეთ ეს ნამდვილად სამრცხვინო სიმყე არააა დადებითი პოზტვის ნიშები თავიდახარე ცოტა და თქვენთვებსაც შეხეედეთ რაში უშვებთ შეცდომას და გაიაზრეთ
გიო
13 სექტემბერი 2021 15:48
5
რაც ნაკლებს დავწერთ უკეთესია, მით უფრო ღრმად შევალთ ჭაობში. ისე ის კაცი, რომელმაც ნაკრები რუსეთთან მატჩის წინ მიატოვა, თვითნებურად ჩაალაგა ჩემოდანი მოუსვა საქართველოდან, ცოტა უხერხულია ასე ხმამაღლა ლაპარაკობდეს მის დამსახურაბაზე ნაკრებში. გავიხსენოთ მის დროს ნაკრების შედეგები და ვნახავთ ვის რა აქვს სატრაბახო. "თავდაბლობა ალამაზებს ადამიანს".
გიზოგ
13 სექტემბერი 2021 17:16
5
შოთი არის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი არის მწვრთნელი და გულშემატკივარი და მას ყველანაირი უფლება აქვს და მე თუ მკითხავთ ვალდებულიც არის რომ გაკეთოს ნაკრების შეფასება ზუსტადაც რომ ძალიან ბევრი ჟურნალისტი ვეტერანი და ექსპერტი რომ არის ჩუმათ რათა არ გაიფუჭონ ურთიერთობა ფეხბურთელებთან ფედერაციასთან ვინმეს რამე არ აწყენინონ ზუსტად მაგიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში რაც შეეხება კობიაშვილის კობიაშვილამდე ვინც იყო იმასაც არაფერი გამოუვიდა და ვინც იმის წინ იყო არც იმას არაფერი გამოუვიდა ყველა ფედერაციაში იყო კორუფცია და მარტო ქართლ ფედერაციაში კიარა უაფაშიც არის კორუფცცია და ფიფაშიც ეგ არ ახალია თუმცა მე ვფიქრობ რომ სახურავის შეცვალა არაფერ შედეგს არ მოქვცდემს ცვლილებები უნდა დაიწყოს ქვემოდან ბავშვთა ფეხბურთიდან ფედერაცის ქვედა რგოლებიდან ძალიან ბევრი არაპროფესიონალია ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მწვრთნელებად ექიმებად და ა.შ ეს ხალხი უნდა შეიცვალოს მასიურად მაგრამ ეს არ არის მარტივი უამრავი ადამიანის სამსახურიდან განთავისუფლება მათ ოჯახები ჰყავთ და ესე სრული წმენდა მძიმეთ აისახება უამრავ ადამიანზე მაგრამ ეს აუცილებელიაა თორე ისე არაფერი გამოვაა მაგრამ მაგის გაკეთება არავის უნდა და იმიტომ ვართ ასე.
ზურა
13 სექტემბერი 2021 15:30
3
ეხ შოთი რა გიკვირს ამათგან დეხბურთელებს მიადგა და უკანასკნელივით ლანძღავს კობიაშვილი,სავარაუდოდ ცოლმა ასე ასწავლა,იმაზე არაფერს იძახის ბათუმიდან თავის ნათლული გამოაძახებინა და ათამაშა კიდევაც,არც ხიზანიშვილი ჩამორჩა და თავის ნათლულიც შემატა ნაკრებს,რაც ითამაშეს ამ ორმა ყველამ ნახა,აქ ვიღაც ხელის ბიჭს ვასილს აწერინებენ ვინ არის კობიაშვილზე უკეთესიო? ვინ არის და ნებისმიერი ქუჩაში მოსიარულე,ფედერაციიდან და პარლამენტიდან საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებებს იღებს, პროფესორად მოიხსენია შოთი დამცინავი ფორმით,პროფესორის მნიშვნელობა თუ იცის საერთოდ კობიაშვილმა?საიდან ეცოდინება ოჯახში სადაც იზრდებოდა განათლების მნიშვნელობა არც კი იცოდნენ,ფეხბურთელებს როგორ შეაწმინდა ხელი ამ უტიფარმა?
სიმართლე
13 სექტემბერი 2021 15:22
8
პირველ ნაწილში გეთანხმები, ოჯახის აუგად მოხსენიება მიუღებელია, გეტყობა მაგარი აკრეფილი ხარ, მაგრამ მაინც
........
13 სექტემბერი 2021 16:06
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული