შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
რა თქმა უნდა გაღიზიანდებოდნენ, არიან თბილად და გემრიელად მომჯდარი ბიჭები და უნდათ მაგათ ისეთმა ავტორიტეტმა, როგორიც შოთაა თავის საქმეში, კრიტიკული აზრი გამოთქვას? ერთი რამე მართალია, მოსწონთ თუ არა შოთას ეკუთვნის აზრის გამოთქმა და კეთილი ინებონ და აიტანონ. შედეგზე, რაც გვაქვს ფედერაციას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ვერ გაექცევა.
lexa
14:37 13-09-2021
8
ვეთანხმები შოთას ამ შემთხვევაში, მათ შორის ასევე კაცობაში; შოთა, მისი და დამსახურების გამო, არ იმსახურებს ასეთ მიმართვას არავისგან ქართულ ფეხბურთზე საუბრისას სულ რომ სისულელე ილაპარაკოს. სირცხვილი კობიაშვილს.

ისევე როგორც არც კობიაშვილი იმსახურებს, მაგრამ შოთას პასუხი არის ზომიერი, გაწონასწორებული და მართალი!


შოთა 3 : 0 კობიაშვილი
არველაძე 3 : 0 კობიაშვილი
14:59 13-09-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული