შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
რა სისულელეა შოთი აქ უყვართ და ამას ნუ გავატარებთ არავითარი თურქეთი და ნიდერლანდი!! შოთი და საერთოდ არველაძეები გვიყვარს და ვაფასებთ რაც ქვეყნისთვის უკეთებიათ ისევე როგორც კალას კაშკას და კობის,ქეცბაიას და ცხადაძეს.ნუ გამოაძვრენთ პოლიტიკას ყველგან,უბანში ბაზარში ზღვაზე მთაში,ეხლა ლოგინშიც შემობრუნეს ენა ხელუკუღმას მაინც სხვა ტკაცუნი აქ,ტაკშტო სარანჩას ნუ შევიდეთ თორე წაგვლეკს!!
Miro
20 სექტემბერი 2021 22:52
0
ამ პასუხით კობიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გაუნათლებლობას რაიმე ფაქტის ცოდნა არ ნიშნავს იმას,რომ ამ ფაქტს მაინცდამაინც უნდა დაესწრო და შენი თვალით ნახო.
სტატუს ქუო
15 სექტემბერი 2021 14:05
0
ამ კონკრეტულ შემთხვევაში შოთას მხარეზე ვარ. კობი ცდილობს პასუხისმგებლობას აარიდოს თავი და ამწვავებს ურთიერთობებს. ორ სავარძელში მოკალათებული და არცერთ სავარძელში პასუხს არაფერზე აგებს.
გია
14 სექტემბერი 2021 19:20
0
ეს არველაძე ასეთი უტიფარი თუ იყო არ მაინც არ მეგონა . მეგონა შეირგო ხალხმა რომ თავი გაანება და ასე თუ ისე ზრდილობის გულისთვის ნორმალურად გააცილა. ხო არ გონია ვინმეს დაავიწყდა მთელი საქართველო რომ აგინებდა და რატომ აგინებდა, და სინამდვილეში რას წარმოადგენდა. ამაზე ნელი და დაუნი ღორი ფეხბურთელი არ ყოლია ნაკრებს. აწყვეტილ შეტევებს აჩერებდა. ბურთს მიიღებდა და შეტევა მთავრდებოდა ისე ამოუყვანა ხალხს ყელში რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგისი "ეპოქა" იყო რო იყო, ბნელი და ტკბილი მოგონებების ერთერთი სახე. ამას დანიშნავთ ნაკრებში და მართლა დაბრუნდება ის ფარჩაკი 90 იანები ალბანეთში უყიდეთ ბინა კიდე
Legend
14 სექტემბერი 2021 18:32
15
გაბოროტებული და არასწორი ხარ! ვიღაცა ხარ.
ერეკლე.
15 სექტემბერი 2021 10:30
0
ან ვიღაც სხვაზე ლაპრაკობს ან ის ტიპია სპორტს და პოლიტიკას რო ვერ არჩევს, შენგელია რო ქვეყნის მოღალატე გონია და ვაქცინას რო არ გაიკეთებს (დაგვჩიპავენ)…

შოთაზე მაგარი თავდამსხმელი არ გვყოლია (სულ მცირე უახლოეს წარსულში)! უბრალოდ კითხეთ ნებისმიერ ფეხბურთის ოდნავ მოყვარულს ჰოლანდიაში არველაძეზე და ამ კომენტარისაც და იმ გინებისაც შერცხვება ყველას, თან მაგრადაც გაგისწორდებათ რო ქართველია!

რას ნიშნავს შენს საქმეს მიხედე? აბა ინგლისში უპასუხოს ვინმემ შირერს ესე, თუმცა რა ინგლისი ჩვენ ხომ საფეხბურთო (დიდად არც სხვა) კულტურა არ გაგვაჩნია, დაფასებაც არ მოსულა თუ კონკურენს ხედავ მასში.

მოკლედ, არაფერი გვეშველება სანამ პოლიტიკას და სპორტს ავურევთ და სანამ არველაძის მსგავს უმაგრეს დამსახურებულ ხალხს ვაგინებთ, სიბმელეა უბრალოდ.

ქართულ ფეხბურთში კიდევ გეგმა რომ არ არსებობს ეგაა პრობლემა, ვინმემ იცის სად ვიქნებით 5,10,20 წლის მერე? კობიაშვილმა ნაღდად არა, ამ განცხადებით კი ისევ თავის “გერმანიაში ნაცხოვრები” კაცის იმიჯს გადაუსვა ხაზი და ამპარტავანი “გრუზინი” გააღვიძა. თუმცა, ეს არ ცვლის ფაქტს რომ უმაგრესი ფეხბურთელი იყო ლევანი და ლიგაზე სამი ისტორიული გოლიც შეაგდო!

პ.ს. გამოუცდელ, ახალგაზრდა და ახალბედა (ანუ ჩვენი ნაკრებია უმეტესობა) ფეხბურთელებთან ერთად დაუშვებელია ავტორიტეტული ვეტერანები ეწეოდნენ სიგარეტს, ეს ისე…

აიცერით და ატარეთ პირბადე, ბევრ მართლა პროფესორობას ასე აჯობებს!
რა გვეშველება
15 სექტემბერი 2021 07:19
0
ეს არველაძე ასეთი უტიფარი თუ იყო არ მაინც არ მეგონა . მეგონა შეირგო ხალხმა რომ თავი გაანება და ასე თუ ისე ზრდილობის გულისთვის ნორმალურად გააცილა. ხო არ გონია ვინმეს დაავიწყდა მთელი საქართველო რომ აგინებდა და რატომ აგინებდა, და სინამდვილეში რას წარმოადგენდა. ამაზე ნელი და დაუნი ღორი ფეხბურთელი არ ყოლია საქართველოს ნაკრებს აწყვეტილ შეტევებს შეტევებს აჩერებდა. ბურთს მიიღებდა და შეტევა მთავრდებოდა ისე ამოუყვანა ხალხს ყელში რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა. მაგისი "ეპოქა" იყო რო იყო, ბნელი და ტკბილი მოგონებების ერთერთი სახე. ამას დანიშნავთ ნაკრებში და მართლა დაბრუნდება ის ფარჩაკი 90 იანები ალბანეთში უყიდეთ ბინა კიდე
Legend
14 სექტემბერი 2021 18:31
5
დაღუპულის შენი შენიშვნა უადგილოა ესენი რო მართავდენ ქართულ ფეხბურთს მაშვინ აჟურში იყო ხო ყველაფერი.გაფარჩაკდა ფეხბურთი მაგ დროს ვისაც სიმართლე არუყვარს კიდე ცივი წყალი დალიოს.
Zaza
14 სექტემბერი 2021 15:08
2
რა უზომოდ საწყენია, რომ ფეხბურთში დასაქმებულ ხალხს ფეხბურთზე ბევრად მეტად ფული შეყვარებიათ. ეს ეხება ახალ თაობასაც - კობიაშვილსაც, არველაძეებსაც სამივეს, მუჯირსაც, ყაველაშვილს, ცქიტიშვილს, იაშვილს, ცხადაძესაც და ა.შ.
საოცარი ისაა, რომ ეს ხალხი ნაკრების მაისურით ასპარეზობდა და სულ მცირე პატრიოტიზმის და ქართული ფეხბურთის სიყვარული ცოტა იმაზე მეტი მაინც უნდა ჰქონდეთ ვიდრე ცალკე აღებულ ერთეულ გულშემატკივარს, მაგრამ სამწუხაროდ საპირისპიროდაა. ვერ ამიხსნია ეს ფენომენი, ნუთუ ასეთი მანკიერი ერი ვართ?
ერთადერთი ვისაც ეს სიტყვები არ ეხება თემურ ქეცბაიას. თემური მართლა პრინციპების ერთგული პიროვნებაა, მგონია ის ნაკრების მწვრთნელის პოზიციის ნაცვლად ფედერაციის პრეზიდენტად რომ ყოფილიყო ბევრად მეტს გააკეთებდა.
ირაკლი
14 სექტემბერი 2021 13:23
1
ვდგევართ უამრავი ხალხი ფუნიკულიორზე ასასვლელი ვაგონის რიგში, ჩვენთან ერთად რიგში დგანან ნაკრების ძირითადის კალათბურთელები, ზაფხულია ძალიან ცხელა და ეს რიგი მწყობრი არ არის, მიტინგია.
ეს ვაგონი კიდე არა და არ მიდის რომ მალე მოვიდეს მეორე, უცბად გასასვლელი კარი იღება და ვიღაც თაგვივით ტიპი შემოდის ტელეფონით ხელში (ან ლაპარაკობდა და ან არა) და ესე ვირთხასავით შედის ვაგონში ისე რომ თვალს არავის უსწორებს. თურმე ამას ელოდება ეს ვაგონი და 200 ადამიანი, ამ "დიდ კაცს".
მაშინ ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის ეს რა ჩამოსხმაა..
ხოდა
14 სექტემბერი 2021 07:00
1
კობიაშვილის კომენტარი არაპროფესიონალირია და მდაბიო, მაგრამ თუ მეორე მხრიდან შევხედავთ რომ არველაძეებს ხმა არ ამოუღიათ უფროსი არველაძე იყო გენ. მდივანი და ახალგაზრდა ტალანტიც არ იყო გუნდში, ამ მისამართით სწორია. პ.ს. გახარიასთან ამათი ჩახუტების გამოძახილია ახლა რომ გადაირივნენ არველაძეები მეტი არაფერი. თქვენთვის (კობიც და არველაძეებიც) შემოსავალია ფეხბურთი და თქვენი კრიტიკა ან არ კრიტიკა და მოწონება ბოლომდე გულწრფელი არ არის. იმ ხალხს უსმინეთ ვინც არანაირ კავშირში არ არის და უბრალოდ გული სტკივა ამ საცოდაობაზე.
???
13 სექტემბერი 2021 23:51
0
ამხ. კობიაშვილო ! ის თუ გაგიგია, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა, მოკლე ჭკუის უპირველესი ნიშანია. ეს ათასწლეულების წინ გამოთქმული ფრაზა შენზე ვერ გავრცელდება, თუნდაც იმიტომ, რომ ჭკუა შენ საერთოდ არ გაქვს ! ამიტომ კარგად მოისმინე რასაც გეტყვი : პირველ რიგში უნდა ისწავლო და მიხვდე ვისზე შეიძლება, რომ შენი აზრი გამოთქვა. შენ შეგიძლია ისაუბრო და შენი აზრი გამოთქვა შენი დონის ფეხბურთელებზე, მაგალითად მუჯირზე, იაშკაზე, ცქიტიშვილზე, დვალიშვილზე და მათ მსგავს ხელოსან ფეხბურთელებზე. ხელოვან ფეხბურთელებზე საუბარი, შენი მხრიდან ცოტა უხერხულია, რადგან მათ სიაში ვერც ერთი პარამეტრით ვერ ეწერები. შენ ვერ ასწავლი ჭკუას შენი თაობის ისეთ ფეხბურთელებს როგორებიც არიან ქინქლაძეები, არველაძეები, ჯამარაულები, ნემსაძეები, ცხადაძეები, შელიები და სხვანი. აღარაფერს ვამბობ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილ ძველი თაობის ლეგენდებზე. შენ რა მართლა გგონია, რომ დიდი ფეხბურთელი იყავი ? 100 თამაში ითამაშე ნაკრებში და ასივეში, მოედანზე მოთამაშე 22 ფეხბურთელს შორის ყველაზე უსუსტესი იყავი. ცხოვრებაში წინ პასი არ გაგიკეთებია და საერთოდ, თქვენმა თაობამ სქართველოს ნაკრების პრესტიჟი სამუდამოდ დამარხა და გააცამტვერა. ასე რომ, შენი ადგილი იცოდე და ვინმეზე შენი აზრის გამოთქმას თუ დააპირებ, ჯერ ვინმე ჭკვიანს (თუ გყავს გარშემო) კითხე, ვინძლო საქმე საგინებლად არ გაიხადო !
დ.დ.
13 სექტემბერი 2021 23:12
10
აუ თუ ძმა ხარ, ქინქლაძეს და არველაძეებთან ნუ აყენებ
Riquelme.
14 სექტემბერი 2021 20:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული