შოთა არველაძე: ასეთ პასუხსა და დამოკიდებულებას არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი შოთა არველაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება ავრცელებს:

"ეროვნული ნაკრების შედეგზე ჩემმა შეფასებამ და შემდეგ გამოხმაურებამ, რომელიც ჩემი მისამართით იყო შეურაცხმყოფელი, დამარწმუნა, რომ არ უნდა მივმართო კონკრეტულ ადამიანს, ჯგუფს ან ორგანიზაციას, არამედ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს კომენტარი გავაკეთე.

ამ შეფასებით, ვცადე დისკუსიის გახსნა ფეხბურთში მიმდინარე პროცესების შესახებ, რომელიც ეროვნული ნაკრებით არც იწყება და არც მთავრდება. თუ ჩვენ გავაგრძელებთ პრობლემის ძიებას მხოლოდ ერთ ადამიანში, ან გამოსავალი მხოლოდ ერთი ადამიანის შეცვლა გვეგონება, უკეთეს შედეგს ვერ მივაღწევთ.
უნდა გვქონდეს ჩვენი
სტილი, იდეოლოგია, ფილოსოფია, რომელზეც დავაშენებთ ინფრასტრუქტურასაც, აკადემიებსაც, საკლუბო სისტემასაც და მწვრთნელთა განათლებასაც - ეს არის ერთადერთი და სწორი გამოსავალი. დაველოდები გულშემატკივრის შეფასებას და მოვისმენ ნებისმიერ აზრს, რომელიც უფრო გაშლის დისკუსიას და შეგვაძლებინებს ამ პრობლემების მოგვარებას.

"მიხედე რა შენ საქმეს - რას პროფესორობ" - რაც შეეხება ამ ფრაზას, მინიმუმ არ ვიმსახურებ ასეთ პასუხს და დამოკიდებულებას, თუმცა ამაზე უარესებიც ამიტანია და მომითმენია. ეროვნული ნაკრები კი ის ადგილია, სადაც 15 წელი გავატარე, სადაც ყველაზე მეტი გოლი გავიტანე და არავისზე ნაკლებ გულშემატკივრად არ ვთვლი თავს - ეს გუნდი ყოველთვის იქნება ჩემი საქმე, მოსწონს ვინმეს ეს, თუ არა."

alt"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი



მკითხველის კომენტარები / 66 /
რა სისულელეა შოთი აქ უყვართ და ამას ნუ გავატარებთ არავითარი თურქეთი და ნიდერლანდი!! შოთი და საერთოდ არველაძეები გვიყვარს და ვაფასებთ რაც ქვეყნისთვის უკეთებიათ ისევე როგორც კალას კაშკას და კობის,ქეცბაიას და ცხადაძეს.ნუ გამოაძვრენთ პოლიტიკას ყველგან,უბანში ბაზარში ზღვაზე მთაში,ეხლა ლოგინშიც შემობრუნეს ენა ხელუკუღმას მაინც სხვა ტკაცუნი აქ,ტაკშტო სარანჩას ნუ შევიდეთ თორე წაგვლეკს!!
Miro
22:52 20-09-2021
0
ამ პასუხით კობიაშვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის გაუნათლებლობას რაიმე ფაქტის ცოდნა არ ნიშნავს იმას,რომ ამ ფაქტს მაინცდამაინც უნდა დაესწრო და შენი თვალით ნახო.
სტატუს ქუო
14:05 15-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული