საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები შვედეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სადებიუტო მატჩში გასვლაზე შვედეთთან 0:4 დამარცხდა.

გიორგი ჩხაიძის შეგირდებმა შვედეთის მეტად ძლიერ გუნდს წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა კლასმა თავისი გაიტანა და მასპინძლებმა გაიმარჯვეს.

A ჯგუფში აქამდე მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო ჩატარებული - შვედეთმა სტუმრად სლოვაკეთს 1:0 სძლია.

21 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ფინეთს უმასპინძლებს.

გეტებორგი.“ულევი“

შვედეთი - საქართველო 4:0
გოლები: 1:0 ანგელდალი (40), 2:0 ერიკსონი (45+4), 3:0 სეგერი (84), 4:0 სეგერი (90+3)

საქართველო: გაბუნია, ტატუაშვილი, სუთიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, მატვეევა (გორგაძე 90+4), პასიკაშვილი,
ბაქრაძე (სულაშვილი 84), ჭიჭინაძე (დანელია 67), ჭყონია, ხაბურძანია (ბებია 84)

მკითხველის კომენტარები / 6 /
სათაური რო წავიკითხე, მეგონა სხვაობა ორნიშნა იქნებოდა, თან ბოლო ბურთი მსაჯის დამატებულ წუთებზე გაგვიშვია. მსოფლიოს ჩემპიონებთან და ოლიმპიადის მოქმედ ფინალისტებთან მიღწევაა.
Irakli Apkhaidze
22 სექტემბერი 2021 15:16
0
გააუქმეთ ქალთა ფეხბურთი სასწრაფოდ.
ბაჯო
22 სექტემბერი 2021 13:23
6
აუუუუფ, ქალთა ფეხბურთი გააუქმონ თორემ კაცთა ხომ უკეთესი გვაქვს?! :)
დათო
22 სექტემბერი 2021 20:39
0
და რატომ ??? ამატმა ცჰედეტტან ცააგეს კაცებმა ბულგარეტან
gio emigranti
22 სექტემბერი 2021 14:08
1
გაბუნიას სეივი რამდენი იყო?
75*
21 სექტემბერი 2021 23:57
0
სულ შვედებმა კარისკენ დაარტყეს 44 ჯერ აქედან: 8 დაიბლოკა, 26 ააცილეს და 10 წავიდა კარისკენ გამოვიდა მეკარემ მოიგერია 6 ბურთი. ჩვენებმა კარისკენ არცერთხელ არ გაგზავნეს ბურთი.
zaza
22 სექტემბერი 2021 09:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული