U17. საქართველოს ქალთა ნაკრები ლუქსემბურგთან 0:10 დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში, მეორე ტურში სტუმრად ლუქსემბურგთან 0:10 დამარცხდა.

6 გოლი 15 წლის თავდამსხმელმა ლუიზა ოლივეირა ბრასმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტურში კოსოვოსთან 0:13 განადგურდა, ბოლო მატჩს კი 30 სექტემბერს ბელარუსთან გამართავს.

ლუქსემბურგი - საქართველო 10:0
გოლები: 1:0 მაგალიაეში (5), 2:0 ბრასი (7), 3:0 მაგალიაეში (12), 4:0 კირპსი (57), 5:0 ბრასი (65), 6:0 ბრასი (66), 7:0 ბრასი (71), 8:0 ბრასი (72), 9:0 ბრასი (77), 10:0 მაგელიაეში (85)

საქართველო: ხუცურაული, ჩიქოვანი, დიასამიძე,
ენჯიბაძე (ბერიძე 46), ჯგუშია (გაზდელიანი 10), კანკია (გომელაური 65), კევლიშვილი, ხუციშვილი, ბუხრიკიძე, მანუჩარიშვილი, პავლიაშვილი (მანაგაძე 83)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ქალთა ფეხბურთში ფული უნდა ჩაიდოს და ეს ფული ხეირიანი საქართველოს პირველობის ჩატარებას და ქალთა ფეხბურთის მასობრიობას უნდა დაახარჯოთ და არა მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევზე სიარულს და თავის გაბითურებას. ძაღლი სახლში თუ არ ვარგა, უგნურის მეტს სანადიროდ არავის მიჰყავს, ანუ კრეტინობაა ქალთა ფეხბურთის განვითარების მსოფლიოსა და ევროპის შესარჩევებიდან დაწყებით. გასაგებია ბატონო ფედერაციის მესვეურებო?
ჟორა გაბრიჭიძე
14:19 28-09-2021
0
თქვენღა აკლდით ქართულ ფეხბურთს!! არ ითამაშოდ ჯობია 3:0 ჩაგეთვლებათ წაგება.. სირცხვილიააა!!
კახა
12:14 28-09-2021
0

სიახლეები პოპულარული