U17. საქართველოს ქალთა ნაკრებმა მესამე მატჩიც წააგო

AutoSharing Option
საქართველოს 17 წლამდე ქალ ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგაში მესამე ტურში ბელარუსთან 0:8 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე სამივე მატჩი წააგო - აქამდე კოსოვოსთან 0:13, ხოლო ლუქსემბურგთან 0:10 დამარცხდა.

საქართველი - ბელარუსი 0:8
გოლები: 0:1 სინიავსკაია (5), 0:2 ჩერლენოკი (16), 0:3 სინიავსკაია [18), 0:4 ჩერლენოკი (19), 0:5 მიკჰანი (54), 0:6 მისილევეცი (59), 0:7 სინიავსკაია (75), 0:8 მაგერი (90+3)

საქართველო: ხუცურაული, ხუციშვილი, კევლიშვილი, გაზდელიანი, პავლიაშვილი, ბუხრიკიძე, ბერიძე, დიასამიძე, ჩიქოვანი, მანაგაძე, მანუჩარიშვილი

მკითხველის კომენტარები / 6 /
გული არ გაიტეხოთ გოგოებო.საქართველოს მორაგბეთა ნაკრები,ისეთ გუნდებთან აგებდა,დღეს სასაცილოდაც რომ არ გვკმარა.თქვენ გვერდით,სხვებიც დაიწყებენ თამაშს და რაც მეტი და მეტს ივარჯიშებთ,მით უკეთესი ნაკრები გვეყოლება.გამოცდილებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს,ბევრსაც ისწავლით და ხვალ ან ზეგ არა,მაგრამ მალე,აუცილებლად თქვენც შესძლებთ ზოგიერთ დღევანდელ ნაკრებებთან თანაბრად თამაშს.ჰო,საქართველოს მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თამაშების ისტორია გამახსენდა.საფრანგეთის ნაკრებს პირველად რომ შევხვდით,რაღაც საშინლად წავაგეთ,მეორე წელს,უკვე 58-0,წავაგეთ და ეს უკვე პროგრესი იყო.მომდევნო წელს,უკვე ჩვენც გავიტანეთ ლელო,კიდევ მომდევნო წელს კი,ფინალში სულაც დავამარცხეთ ფრანგები და ჩემპიონები გავხდით.რატომ მოხდა იცით?შიში აღარ ჰქონდათ ბიჭებს.ნახეს რომ ისინიც ჩვეულებრივი ბიჭები არიან,ცდებიან კიდეც,სტკივათ კიდეც და მათთან ბრძოლა შეიძლება.ჩვენებმაც იბრძოლეს და ბოლოს,დავამარცხეთ კიდეც.ეს თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ.ქართველი ქალები ხომ ტრადიციულად უფრო ჭკვიანები და მებრძოლები არიან.ახლა ბევრი გოგოა,კახეთიდან.როცა სამეგრელოდან და გურიიდანაც მომრავლდებიან გოგონები,ისინი ეშმაკობას, სიცქვიტეს შეჰმატებენ ნაკრებს და კიდევ უკეთესი ნაკრები გვეყოლება.მთავარია ბევრმა ითამაშოს და სერიოზულად მოეკიდოს საქმეს.დარწმუნებული ვარ,მომდევნო თამაშებში,ასე დიდი ანგარიშებით აღარ წავაგებთ.მიღებული გამოცდილება დაგეხმარებათ და ეგეც პროგრესი იქნება.ითამაშეთ,იბრძოლეთ და ხელი არ ჩაიქნიოთ გოგოებო.წარმატებები!ჰო კიდევ,დღევანდელ წაგებებს იუმორით მიუდექით,ყველაზე ადვილად ეგ გადაგატანინებთ,დამარცხების სიმწარეს.იცინეთ,მაგრამ თან ეცადეთ,რომ მომავალშიც სასაცილოები არ ვიყოთ და წინ წავიწიოთ.
სოსო
13:59 01-10-2021
1
აშკარად გვაქვს პროგრესი ჯერ 13 მერე10 და ეხლა 8 ნელ ნელა ვუკლებთ . ისე საერთოდ არ გვყავს გუნდითქო რო ვთქვათ არ ჯობია? ქვეყანას მაინც არ შეაცხვენენ მსოფლიოს მასშტაბით
ტოტტი
09:46 01-10-2021
1

სიახლეები პოპულარული