პერსპექტიული მეკარე ლიგა-3-ის აუტსაიდერებში და ონიანების მომავალი დაპირისპირება

AutoSharing Option
21 წლის მეკარე დემეტრე ბულისკერია ეროვნული ლიგა-3-ის აუტსაიდერ "დიდუბე 2014"-ის ღირსებას დაიცავს - ამის შესახებ კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

დემეტრე ძალიან პერსპექტიულ მეკარედ მიიჩნეოდა და საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების ღირსება დაუცავს. ბულისკერიას თბილისის "დინამოს" მაისურით ევროპა ლიგაზე 2 შეხვედრა აქვს გამართული, ამის შემდეგ კი "ლოკომოტივში", "ტორპედოსა" და მარტვილის "მერანში" გამოდიოდა.

რაც შეეხება "დიდუბე 2014"-ს - გუნდის მოთამაშე-მწვრთნელი 46 წლის როინ ონიანია. ისინი საშინაო მატჩებს დუშეთში მართავენ, სადაც ბოლოს კობა ჟორჟიკაშვილის "არაგვთან" (0:3) დამარცხდნენ. ონიანის გუნდს 14 ქულა აქვს და უკანასკნელ
საფეხურზეა. მათზე 2 ქულითა და 1 საფეხურით წინ კი ლანჩხუთის "გურიაა", რომლის მთავარ მწვრთნელიც ისევ გიორგი ონიანი იქნება. "დიდუბე 2014" უახლოეს მატჩში, 15 ოქტომბერს, თბილისის "მერანი 2"-ს ესტუმრება.

altგულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი

altყველაზე გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ეროვნულ ლიგა 3-ში ითამაშებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ანთაძე ლიგა3 ებში მშვენივრად მუშაობს მაგრამ ამ მეკარეს რატო ვეღარ შველის პატრონი, აქამდე ყველა გუნდში რომ მიიყვანა
გოშაძეების სამფეხა ძაღლი
15:50 12-10-2021
0
ყველას ჯუღელი ვერ ეყოლება აგენტად.ვეღარ გაქაჩა პატრონმა
Giusha3232
20:00 12-10-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული