ევრო 2022 - საქართველოს ფუტსალის ნაკრები D ჯგუფში იასპარეზებს

AutoSharing Option
ნიდერლანდებში ფუტსალის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა. ევროპის 16 გუნდი ოთხ ჯგუფში გადანაწილდა.

წილისყრის პროცედურა და სპეციალური ღონისძიება ქალაქ ზეისტში მდებარე ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში შედგა.

საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში ითამაშებს. ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. D ჯგუფის მატჩები ქალაქ გრონინგენში ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი

22 იანვარი - გრონინგენი
საქართველო - აზერბაიჯანი

26 იანვარი - გრონინგენი
ბოსნია-ჰერცეგოვინა - საქართველო

29 იანვარი - გრონინგენი
საქართველო - ესპანეთი

მეოთხედფინალის საგზურს ჯგუფებში
საუკეთესო შედეგის მქონდე ორ-ორი გუნდი მოიპოვებს. აღნიშნულ ეტაპზე თამაშის უფლებას ჯამში რვა ნაკრები მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრას ქალაქ ზეისტში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი, ფუტსალის ნაკრების მენეჯერი დავით დათუნაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ესწრებოდნენ.

ფუტსალის ევროპის 2022 წლის ჩემპიონატი ამსტერდამსა და გრონინგენში 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული