გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი და "ანორთოსისის" ამჟამინდელი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია გახლდათ. ქართველმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
დავიწყოთ კვიპროსული კლუბით...
"რა თქმა უნდა, გვქონდა ის სტრესი, რომ კონფერენს ლიგაზე პირველი 3 ქულა აგვეღო, სამწუხაროდ, 2:0 ვიგებდით და ვერ შევინარჩუნეთ (2:2), არადა მომენტები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენს ან ევროპის ლიგაზე მოხვედრა იყო და ჩვენ ეს შევასრულეთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რადგან ჯგუფში გავედით სერიოზულად არ მოვეკიდებოდით, ქვეჯგუფში პირველი ორი თამაში მარტივი არ გვქონია, ყველაზე მნიშვნელოვანი
ახლა ჩემპიონატია, გვაქვს შეხვედრა "ლარნაკასთან", რომელიც გათამაშების ლიდერია.
რაც შეეხება კაჭარავას, სასიამოვნოა, ის, რომ ტრავმის შემდეგ ნელ-ნელა იმ სათამაშო ფორმას უახლოვდება, რომელიც მისთვის საუკეთესოა, ჯერ კიდევ არაა მზად, არის რაღაც პრობლემები, რომელსაც თვითონ გრძნობს, მაგრამ კარგია, რომ ითამაშა, საგოლე პასი შეასრულა, ასევე ერთი კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება ლორიას ჩემპიონატში დგას, რადგან ერთი კარგი ახალგაზრდა ბიჭი გვყავს და ვცდილობთ მასაც მივცეთ თამაშები. ნინუას არ უთამაშია, ნიკა სათადარიგო სკამზე იყო...
გუნდის არასტაბილურობა იმაზეა დამოკიდებული, რომ სამწუხაროდ მოსამზადებელი პერიოდი ჩაგვივარდა, ვერც ერთი დაგეგმილი ამხანაგური მატჩი ვერ ვითამაშეთ, დამატებული 10 კოვიდინფიცირებული ფეხბურთელი, ამიტომ მთელი მოსამზადებელი პერიოდი ისე არ გაგვლილია როგორც საჭირო იყო, ამიტომაა, რომ ერთ თამაშს კარგად ვთამაშობთ, მეორეს არც ისე კარგად. სამწუხაროდ, ჩემპიონატის ყველა თამაშის მოგება შეგვეძლო, მაგრამ დაცვაში სუსტად ვითამაშეთ, იმედია ეს ყველაფერი გამოსწორდება.
რაც შეეხება ნინუას, სეზონი, რომ დავიწყეთ მაშინ მოვიყვანეთ, ძალიან კარგი ფეხბურთელია, პერსპექტიულია, კარგი დარტყმა და ბურთის ფლობა, ყველანაირი მონაცემი აქვს, უნდა იმუშაოს თავის თავზე, რადგან ყველა ფეხბურთელს რაღაც ნაკლი აქვს და ის უნდა დახვეწოს. იმისთვის ჩამოვიყვანეთ, რომ ჩვენთან გუნდში მეტი თამაში მივცეთ და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს, ამას კიდევ დრო უნდა, ის ჩვენთან ერთად არ ყოფილა მოსამზადებელ პერიოდში, სჭირდება კიდევ დრო, რომ ჩვენთანაც დაიწყოს თამაში".
საქართველოს ნაკრები
"მე გუნდთან ახლოს არ ვარ, არც საქართველოში ვიმყოფები, არ არის ადვილი აქედან შეფასების გაკეთება. რაც ყველასთვის ნათელია არამარტო ქართველი გულშემატკივარი, არამედ ის ხალხი, რომელიც ფედერაციაშია არაა კმაყოფილი იმ სიტუაციით, რაც ახლა ნაკრებში ხდება. რა თქმა უნდა, კარგი იყო, რომ ბოლო თამაში მოვიგეთ, რადგან არაა სახარბიელო, რომ ქვეჯგუფში ბოლო ადგილზე დაამთავროთ.
ფიზიკური მომზადების პრობლემა ყოველთვის იყო, სამწუხარო ის არის, რომ ქართველი ფეხბურთელი მგონი დაწყველილია, არიან სპორტსმენები, რომლებიც ბურთთან კარგად არიან, თუმცა ფიზიკურად ნაკრების დონე არ აქვთ. არიან ფეხბურთელები, რომლებმაც სირბილი იციან და ბურთთან არაფერი გამოსდით. როცა გინდა რაღაცას მიაღწიო იქ მნიშვნელოვანია გუნდი ფიზიკურად კარგად იყოს, ამ სპორტმსენებს ნაკრების მწვრთნელი 3-4 თამაშით ვერაფრით დაეხმარება, ამიტომ თვითონ ფეხბურთელები, რომ ჩამოდიან ისინი უნდა იყვნენ იმ დონეზე, რა დონესაც ნაკრებში თამაში მოითხოვს. სამწუხაროდ ესაა პრობლემა, ნაკრებს ისეთი ფეხბურთელები არ ჰყავს, რომლებიც პრემიერ ლიგას, იტალიის, ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატს თამაშობენ, გვყავს ფებხურთელები, რომლებიც დაბალი დონის ჩემპიონატში გამოდიან, ამიტომ რთულია მოვითხოვოთ, რომ ქვეჯგუფში 1-ელ ან მე-2 ადგილზე გავიდნენ".
ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი ჩაკვეტაძე
"რა თქმა უნდა, ეს ორი ფეხბურთელი, კიდევ არიან სხვები, რომლებიც იმსახურებენ უკეთეს ჩემპიონატსა და გუნდში თამაშს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ წავედი, ამიტომ არ უნდა გავაკეთო ის, რაც გასაკეთებელია. უნდა განაგრძონ თამაში, ჯერ საკუთარ კლუბში დაამტკიცონ ყველაფერი და შემდეგ ევროპის კარი სულ ღიაა, კი ბევრი რამ გამიგია, რომ რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, თუმცა უყურებ და ბიჭი "რუბინშია", იქ ერთ-ერთი კარგი სპეციალისტია, ლეონიდ სლუცის სახით და მასთან უკეთ ითამაშებს. ახლა მასზეა დამოკიდებული, არ უნდა დაანებოს თავის თავზე მუშაობას თავი, უნდა განაგრძოს თამაში, ახალგაზრდა ბიჭია, მთელი საფეხბურთო კარიერა წინ აქვს.
მნიშვნელოვანია, თვითონ ის ხალხი, რომელიც ხვიჩას ირგვლივაა გვერდში დაუდგეს და აუხსნას ის, რომ დღეს "რუბინის" ფეხბურთელი ხარ, შენზეა დამოკიდებული ყველაფერი, არ ნიშნავს ის, რომ შარშან კარგად ითამაშე და ვერ წახვედი, ვარჯიშს თავი, რომ უნდა დაანებო, საჭიროა, ჯერ ახალგაზრდა ბიჭია, ახლა იწყებს ფეხბურთის თამაშს. მნიშვნელობა აქვს მის ირგვლივ მყოფი ხალხი რა დარიგებას მისცემს, მე ვეტყვი, რომ განაგრძობს მუშაობა, ყველანაირი პოტენციალი აქვს, მარტო ის გაბრაზება, რომ შანსი მქონდა და არ გამიშვეს არაფერში დაეხმარება არც გუნდს და არც საკუტარ თავს, უნდა განაგრძოს ის საქმე, რასაც კარგად აკეთებს მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს, ჩემი თხოვნა და დარიგება იქნება, რომ განაგრძოს თამაშებში თამაში, როგორც შარშან თამაშობდა, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება.
რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ჩაკვეტაძემ დაიწყო თამაში, ჩვენთან არ უთამაშია, როდესაც ბელგიაში ვითამაშეთ, მაგრამ კარგია, რომ დაიწყო თამაში, იმედია ისიც ფორმაში შევა და საქართველოს ნაკრებს დაეხმარება, პრინციპში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან და თამაშობენ თავიანთ კლუბებში, ახლა ის დრო არაა, როდესაც მე ვიყავი მწვრთნელი და გუნდში არ ვარჯიშობდა ფეხბურთელი. ეს ბიჭები ახლა ყველაფერს გააკეთებენ, მიეცემათ სხვა უკეთეს ჩემპიონატში წასვლისა და თავის გამოჩენის შანსი".
ვილის ექსპერიმენტები
"შეიძლება ეს იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ ამ ქვეჯგუფში მიზანი მომდევნო ჯგუფისთვის მომზადება იყო, ამიტომ ნახა ამდენი ფეხბურთელი ეროვნულ ჩემპიონატში, მე სხვანაირად არ ვიცი. არვიცი რა იყო სანიოლის მიზანი, მეც ხანდახან საქრთველოს ჩემპიონატს ვუყურებ და ძალიან ძნელია ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ფეხბურთელი მოიყვანო და იმ დონეზე თამაში მოსთხოვო. დამატებული ის, რომ არ არის ხელმოსაკიდი გუნდები ესპანეთის, შვედეთისა და საბერძნეთის ნაკრებები. სამწუხარო ის არის, რომ ბერძნებთან ამდენი თამში ვითამაშეთ, თუმცა ბოლო წუთებზე ვაგებთ მაინც, ცუდია, რომ ნაკრებს გულშემატკივრის გარეშე თამაში მოუწია, ჩვენთვის გულშემატკივრის მინდორზე ყოფნა მნიშვნელოვანია, გასაგებია რის გამოც არ დაუშვეს... უგულშემატკივრობის შედეგი ფინალურ მატჩზეც დავინახეთ, ამიტომ სპორტსმენს უფრო მეტი სტიმული აქვს, როდესაც გულშემატკვიარს ხედავს მოედანზე"
წყარო: გადაცემა ტაიმაუტი