ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
კავაზაშვილს არაფერი მოუტანია ქართული ფეხბურთისათვის და ვინც აქ დაასახელა დიდი შეცდომა დაუშვა. თვითონ ის რუს ფეხბურთელად მიიჩნევს თავს. ვაპროტესტებ მის აქ დასახელებას. გთხოვთ ამოშალოთ აქედან.
G.LA
26 ოქტომბერი 2021 14:59
7
კავაზაშვილს ქართველები ვეჯავრებით. რა უნდა მას ამ სიაში?
muro
26 ოქტომბერი 2021 17:22
9
საინტერესოა, რომ 70-იანი წლების დინამო წარმოუდგენელი იყო მანუჩარ მაჩაიძის გარეშე. სწირედ რომ მანუჩარს მიუძღვის ლომის წილი დინამოს იმ წარმატებებში ჩემპიონატშიც და თასის გათამაშებაშიც, რომელიც მანამდე სანატრებელი იყო ქართველი გულშემატკივრებისათვის. დათო უმეტეს წილად ტრავმებს იშუშებდა, ვოვა თამაშობდა ნოვიკოვიდან მახოვიკოვამდე (ორივე მოსკოვის დინამოს ყასბებია -ერთს თუ გადაურჩებოდა, მეორე ნაღდად მოლეწ-მოლეწავდა). ვიტალი კარგი იყო, მაგრამ ჯერ სტაბილურობა აკლდა და თავის პიკური ფორმისაკენ ნელნელა მიდიოდა, სულაქველიძე და შენგელია მოგვიანებით შემოურთდნენ გუნდს და რამოდენიმე წელი ადაპტაციას დასჭირდა, საშა ჩივაძე მოგვიანებით დადგა იმ პოზიციაზე, სადაც მართლა გაბრწყინდა დ ა.შ. დინამოში ტექნიკურ და ნიჭიერ ფეხბურთელებს რა დალევდა, მაგრამ ერთი იყო მხოლოდ მანუჩარი, რომელიც არც ტრამვას, არც ამინდს, არც განწყობას, არც ფილიპოს ("ნაპოლის" ვარსკვლავია- მანოს ერთი ტაიმი დასდევდა, და მერე ხელი ჩაიქნია) არ დაგიდევდა, გამოჰყავდა გუნდი და იგებდა.ყველა რომ ხელებს ჩამოუშვებდა, მანო მარტო იბრძოდა და არ თმობდა...რამდენი ათეული მატჩი აქვს მანუჩარს ასე წამოღებული. მერე ბიჭებმა ტრავმები მოიშუშეს, წამოიზარდნენ, თავიანთი ადგილები იპოვეს და დინამომ სულ სხვა,უფრო სწრაფი და უფრო კოლექტიური ფეხბურთის თამაში დაიწყო.სამწუხაროა, რომ დინამოს დიდი კაპიტნის და ბრწყინვალე ფეხბურთელის სახელი იმავ წამს დავიწყებას მიეცა. მანუჩარ მაჩაიძეს განსაკუთრებული ადგილი აქვს ქართული ფეხბურთის ქომაგთა შორის.
კოსტა
27 ოქტომბერი 2021 13:30
1
არავის დავიწყებია კოსტა!მასზე წიგნიც კი დაიწერა,სათაურით:"დიდი მანუჩარი"
სოსო
01 თებერვალი 2024 01:10
0
მეგობრებო, იმაზე კი ნუ აღშფოთდებით (ევროკავშირივით :) ), რომ ესა თუ ის ფეხბურთელი დამსახურებულად არ მოხვდა სიაში, არამედ იყავით ამაყები, რომ ამდენი ღირსეული კანდიდატი ყავს პატარა საქართველოს. მართლა მაგარი ფეხბურთელები. რას იზამ სიაში სულ 11 ადგილია, ყველა ვერ მოხვდა, მარა ყველა ჩვენს გულებშია.
SL
26 ოქტომბერი 2021 16:33
1
ყველა პატივსაცემი ადამიმისნია მაგრამ ვოვა გუცაევის გარეშე როგორ შეიძლებოდა?
Zaza
26 ოქტომბერი 2021 14:13
8
გასაგებია, მარა სლავას ჯობდა თუ მიშას?
jjj
26 ოქტომბერი 2021 14:27
2
სლავას ვოვა ნამდვილად ჯობდა და ქინქლაძე არ უნდა იყოს?
....
26 ოქტომბერი 2021 14:58
20
ყველა გამოხმაურება
ყველა დასახელებული ღირსია მაგ სიაში მოხვედრის (აბა,ვინ უნდა ამოიღო ამ სიიდან), მაგრამ პარადოქსია, რომ განსხვავებუ~ლი თერთმეტეული რომ ყოფილიყო, ისიც იქნებოდა სამართლიან. და ეს მშვენიერია, რადგან ქართული ფეხბურთი მდიდარია ტალანტებით.
Gura
26 ოქტომბერი 2021 16:38
0
შესანიშნავი ნაკრებია!!! ანზორ კავაზაშვილს შევცვლიდი ოთარ გაბელიათი!!!
tngh
26 ოქტომბერი 2021 17:53
14
გუცაევი
გია
26 ოქტომბერი 2021 14:54
7
ჰო, გუცაევის მსგავსი ბევრი გყავდათ ხომ დასახელებისას?..
saba
26 ოქტომბერი 2021 15:19
8
აშკარად არა, მაგრამ მესხის თაობიდან მეტრეველი რომ არ ყოფილიყო, არ გამოდიოდა და ალბათ მაგიტომ. ჩემი აზრით , 80იანების დინამოს 4 ფეხბურთელი - ჩივაძე, ყიფიანი, გუცაევი და შენგელია უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაშობდნენ
: )))))))
26 ოქტომბერი 2021 17:03
0
ბევრი არა,მაგრამ გაიოზ ჯეჯელავა,მესხი და მეტრეველი,ნამდვილად უფრო ძლიერები იყვნენ.ჯეჯელავას თამაშს,მე არ შევსწრებივარ,მესხი და მეტრეველი კი,ცოტა პატარა ვიყავი,რომ გამეანალიზებინა,მაგრამ მესხსა და მეტრეველს,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებს ეძახდნენ ევროპაში,რაც მე მახსოვს,იმით კი,ორივე გუცაევზე უკეთესი იყო დრიბლინგებში და თამაშის გამწვავებაში.ჩემზე უფროსებიც,ვისაც კარგად ახსოვდა და ესმოდა მათი თამაში,მესხსა და მეტრეველს,უფრო მაღლა აყენებდნენ.გაიოზ ჯეჯელავას შესახებ,მამაჩემი ამბობდა,რომ ერთ კვადრტულ მეტრზე,სამი კაცის მოტყუება შეეძლო და მისთვის ბურთის ართმევა,შეუძლებე;ლი იყოვო.მე თვითონ მაქვს ნანახი,ფოტოსურათი,ტანდაბალი გაიოზ ჯეჯელავა,ზედა ძელზე ჩამოკიდებულ ბურთს,მაკრატელათი როგორ ურტყამს.მას გოლებიც ბევრი გაჰქონდა.ვოვა გუცაევი,ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო,ნამდვილი ვარსკვლავი,მაგრამ მესხი და მეტრეველი,მსოფლიოს დონის ვარსკვლავები იყვნენ.სხვათა შორის,სლავა მეტრეველი,1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვისაც ემზადებოდა,მაგრამ ვარჯიშზე,ევგენი ლოვჩევმა ბურთი წაართვა,გაიქცა და მოედნისბ ცენტრის ხაზის აღმნიშვნელ ალამს წამოედო.მასთან ახლოს არავინ იყო და ასე წაქცევას რომ შეხედა,სლავას სიცილი აუტყდა.რუს მწვრთნელებს,მისთვის ის ვერ ეპატიებინათ,რომ მოსკოვის ტორპედოდან დინამოში წამოვიდა და თანაგუნდელის დაცინვისათვის,შეკრებიდან გამოუშვეს.ისედაც მის გარდა.,ნაკრებში 4 ქართველი იყო და მეხუთეც.,ანზორ კავაზაშვილი.6 ადგილი ნაკრებში,ქართული ფეხბურთის წარმომადგენლებისათვის,მათთვის სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა.მის ადგილზე,სპარტაკელი გალიმზიან ჰუსაინოვი დააყენეს,საშუალოზე საშუალო ფეხბურთელი,მთელი ჩემპიონატი,დაცვითი ფეხბურთი ათამაშეს ნაკრებს და აუცილებლად მოსაგებ თამაშშიც კი,5 მცველი გამოუშვეს.ჰოდა ყოვლად უსახური თამაშით,ყველას სიმპათია დაკარგეს.
სოსო
25 იანვარი 2024 17:58
0
კავაზაშვილს რა ჯანდაბა უნდა საქართველოს საუკეთესო 11-ეულში. ჩასვან რუსებში
ლაშა
18 იანვარი 2022 17:56
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული