ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
ყველაფერი იდეალურია ორ მოკრძალებულ კითხვას თუ დასვამს კაცი, კავაზაშვილი რამდენად იყო ქართველი მეკარე და თენგიზ სულაქველიძეს ხომ არ აჯობებდა მანუჩარ მაჩაიძეე ეგაა და ეგ.
jjj
26 ოქტომბერი 2021 14:30
5
ყველა პატივსაცემი ადამიმისნია მაგრამ ვოვა გუცაევის გარეშე როგორ შეიძლებოდა?
Zaza
26 ოქტომბერი 2021 14:13
8
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლაპარაკია 1964 წელს ჩვენი "დინამოს" გაჩემპიონებაზე... ვაგრძელებ - თამაზ კოსტავა, ცხადია, ძალიან ძლიერი იყო. მაგრამ ისიც და რევაზ ძოძუაშვილი - მარჯვენა მცველებია (#2). რეზოს ამ სიაში ყოფნის დასაბუთებისთვის, ვფიქრობ, სავსებით საკმარისია იმის გახსენება, რომ მან ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან ფაქტობრივად პირწმინდად გამოთიშა თამაშიდან ჯორჯ ბესტი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვარსკვლავი, რომელიც იმ დროს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას ატარებდა! მთელი თამაშის განმავლობაში ვერც ერთხელ (!) ვერ გაცდა რეზოს და ბოლოს, იძულებული იყო ბურთის მიღების შემდეგ ეძება ჩაწოდების გაკეთების შესაძლებლობა...ყველამ ვიცით, რომ 1972 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში სსრკ ნაკრებმა პირწმინდად 0:3 წააგო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთან, რომელიც 2 წლის შემდეგ პრაქტიკულად იმავე შემადგენლობით გახდა მსოფლიო ჩემპიონი. მაგრამ თუ გვახსოვს, რომ იმ თამაშში გერმანელები 2-ჯერ გადაურჩნენ გოლს ბურთის კარის ძელზე მოხვედრით. აქედან 1 დარტყმა ეკუთვნის მურთაზ ხურცილავას და მეორე - რეზო ძოძუაშვილს. ორივე გახლდათ მცველები და სსრკ ნაკრებს იმ თამაშში სხვა რაიმე ხელშესახები ხიფათი მოწინააღმდეგის კართან არ შეუქმნია... ავთანდილ ღოღობერიძე აღიარებული იყო საბჭოთა ფეხბურთის "სინდის-ნამუსად". წამიკითხია, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში უბრალო ჯარიმაც კი არ დაუმსახურებია. მას გამორჩეული ტექნიკა ქონდა. შეეძლო შორიდან წამოსული ბურთი ფეხის წვერის ერთი შეხებით დაემორჩილებინა. ტექნიკური ფეხბურთელი, როგორც წესი, კორექტულიც არის. არ დამავიწყდება "დინამოზე" (გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოა, ან 60-ნების დასაწყისი) პირველი ტაიმის მიწურულიდან გულშემატკივრებმა დაიწყეს მისი მოფერებითი სახელის "ბასა"-ს სკანდირება. კაცი უკვე 40 წლის იყო და ხალხს ეიმედებოდა მისი გამოსვლა. მეორე ტაიმში გამოვიდა და , მართლაც, სრულად შეიცვალა თამაშის ხასიათი...მაგრამ, ვინ გინდა ამოიღო ამ სიიდან... ბოლოს ისევ ვოვას მინდა დავუბრუნდე. დარწმუნებული ვარ, მას თავისუფლად შეეძლო თვით მარადონაც დაეჩრდილა... ამ სიაში რომ გათვალისწინებული ყოფილიყო მოთამაშეთა პოტენციური შესაძლებლობები, რომელთა ბოლომდე გამოვლენა სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა, სულ სხვა სიას მივიღებდით. მათ შორის, ისეთებიც იქნებოდა, ვისაც ფართო საზოგადოება საერთოდ არ იცნობს... და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ანზორ კავაზაშვილმა უცვლელად ჩაატარა ნაკრების ყველა თამაში 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. და კარგადაც ჩაატარა იმ ერთი ეპიზოდის გამოკლებით, როცა გაჩერდა ბურთის პირით ხაზის გარეთ გასვლის შემდეგ და გაუშვა ერთადერთი, მაგრამ გადამწყვეტი ურუგვაისთან...ასეთი დონის ჩემპიონატზე სხვა არც ერთ ქართველ მეკარეს არ უთამაშია...
სიმართლის მოყვარული
19 იანვარი 2022 13:18
0
შემადგენლობა, ჩემის აზრით, საუკეთესოა. ამავდროულად, ძალიან სასიამოვნოა კომენტარებში ვლადიმერ გუცაევის, რამაზ შენგელიას, მანუჩარ მაჩაიძის, თამაზ კოსტავას და ავთანდილ ღოღობერიძის დასახელება. მე მინახია სლავა მეტრეველის თამაში და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მის გარეშე ჩვენი "დინამო" 1961 წელს ჩემპიონი ვერ გახდებოდა. ეს იყო უაღრესად მაღალი დონის ფეხბურთელი და, რაც განსაკუთრებით მინდა ავღნიშო, ძალიან სტაბილური. მიუხედავად იმისა, რომ მცველთა "ყურადღება" არ აკლდა - მის ტრავმას და ამ მიზეზით თამაშის გაცდენას ვერ ვიხსენებ. გუნდში გიცაევის დამკვიდრებას სწორედ სლავა მეტრეველმა შეუწყო ხელი - და ამ თვალსაზრისითაც ღირსეულად მოიქცა. უფრო რთული იქნებოდა შემდგენლებისთვის ბორის პაიჭაძესა და რამაზ შენგელიას შორის არჩევანის გაკეთება. დროშიც მეტი განსხვავებაა და რამაზი ერთადერთია ქართველთაგან, რომელიც 2-ჯერ იყო დასახელებული სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად. მაგრამ პაიძაძე, ჩემო ძვირფასებო, უბრალოდ ლეგენდაა. მის დროს საზღვარგარეთ გასვლა დიდი იშვიათობა იყო. და ევროპაში ერთი ტურნე აღმოჩნდა საკმარისი მისთვის "ფეხბურთის კარუზო" რომ შეერქვათ... მანუჩარი, უდავოდ, დიდი იყო. იყო წლები, როდესაც ის ლამის მარტო ქაჩავდა გუნდს. მაგრამ ვინ გინდა ამოაგდო დასახელებული შემადგენლობიდან? ვერც ერთზე ვერ იტყვი მოხვედრა არ ეკუთვნოდაო. თანაც მოპოვებული ტიტულებით და ნეკრებ გუნდებში თამაშის ინტენსივობით ყველა აღემატება მანუჩარს. დაუკვირდით, სისს შემადგენელი ორგანიზაციის დასახელებეში ჩართულია სიტყვა სტატისტიკა...
სიმართლის მოყვარული
18 იანვარი 2022 16:31
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული