საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:
მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;
მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,
ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;
ნახევარმცველები: თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი,
ვიტალი დარასელია;
ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე,
მიხეილ მესხი.
კალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]
რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს
'ლევ კასილი: „თუ კაცს ფეხბურთი უყვარს და მწვანე მოედანზე ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ბორის პაიჭაძე, იგი ვეღარ დაივიწყებს ამ ფეხბურთელს. პაიჭაძე არა მარტო იწყებდა კომბინაციებს, არამედ თვითონაც სწრაფად იცვლიდა ადგილს, ზედმიწევნით ზუსტად ირჩევდა ხელსაყრელ პოზიციას და ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, საიდანაც „კვანძის გახსნა“ — მოწინააღმდეგის კარის აღება იყო მოსალოდნელი. დაუცხრომელი ენერგია, ტექნიკურ საშუალებათა მდიდარი არსენალი, ბურთის დამუშავებისა და ტარების უბადლო ოსტატობა, თამაშის ღრმად თავისებური სტილი და საკუთარი მოქმედების მკაცრად დაქვემდებარება, ორიგინალურად შერწყმა გუნდის მთელ თამაშთან, რომლის ჩანაფიქრსაც ხშირად თვითონვე ახორციელებდა მოედანზე — აი, თვისებები, რომელთაც მწვანე მინდორზე საყოველთაო აღიარება და ერთსულოვანი სიმპათია მოუპოვეს ამ საუცხოო ფეხბურთელს. ბორის პაიჭაძეები არ მეორდებიან. მათი ყოველი ნაბიჯი ისტორიის კუთვნილებაა.
'ანდრო ჟორდანია: „ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ თითქმის არ სჭირდებოდა ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ეშმაკობანი. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული: განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი. ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე.“
კიდევ დავუმატებ, რომ პაიჭაძე ერთხელაც კი არ ყოფილა გაფრთხილებული მინდორზე!
სათადარიგონი. კოტრიკაძე. კალაძე. ძოძუაშვილი.ხურცილაცა.ხინჩაგაშვილი. მანუჩარ მაჩაიძე.კახი ასათიანი.ღოღობერიძე.სლავა მეტრეველი. რამაზ შენგელია.ხვიჩა კვარაცხელია
აქ რა მოსატანია და ამას წინათ ძველი კლასელი შემხვდა : როგორა ხარ შე ჩემაო მეკითხება ? კინაღამ დავკარგე თავდაჭერა რა შეჩემა შენი უზრდელი დედათქო! აღარ ვუთხარი, დედა გარდაცვლია, მაგრამ...... ეეეხ, ზრდილობა და გაზრდილობა თუ ბავშვობიდან არ მოგყვა არ გეშველება არაფერი.