ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
Sodas!!!!!shen chmoionta liga nayurebi gak saertod an gazeti mainc tu gak canakitxi
Kutaisi
27 ოქტომბერი 2021 01:09
3
რომელი ფეხბურთელის ვიდეობს უყურებთ ყველაზე ხშირად? მე რომ მომენატრება ლამაზი ფეხბურთი, ქინქლაძის ვიდეობს ვეძებ. ქინქლაძე იყო ხელოვანი. მაგრამ როგორც სპორტსმენი არ იყო ყველაზე ძლიერი. ასეთები ბევრია. გამიბრაზდებით, მაგრამ ყიფიანის დროს სულაქველიძე მიათრევდა გუნდს ჩივაძესთან ერთად.
ქ. გ.
27 ოქტომბერი 2021 01:08
16
რეზო ძოძუაშვილი მარცხენა ფრთაძე თამაშობდა. ის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი იყო. თქვენ მის ადგილზე ვაიფეხბურთელი კალაძე დაასახელეთ. საუკეთესოთა შორის დაასახელეთ კალაძე, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა! კაცს,, რომელზედაც შევჩენკომ პირველად ის მილანში რომ ნახა, თქვა: ამას აქ რა უნდაო?
- მარჯვენა ფრთაზე, ანუ ორ ნომერზე თამაზ კოსტავა იყო შეუდარებელი. საუკეთესოთა შორის არ ასახელებთ არველაძეს, ქეცბაიას, ქინქლაძეს და ასახელებთ კალე კალაძეს (კალე შემთხვევით არ მიწოდებია), ნუთუ არ გრცხვენიათ ასეთი პირფერობის?
Shoda
27 ოქტომბერი 2021 00:35
49
ანდრეი შევჩენკო და კახა კალაძე,ჯერ კიდევ კიევის დინამოში თამაშობდნენ ერთად.ასე რომ შოდას დაწერილი,ვითომ შევჩენკოს სიტყვები,წმინდა წყლის ტყუილია.რეზო ძოძუაშვილი,მარცხენა კი არა,მარჯვენა მცველი იყო,რომელსაც ნაკრების მწვრთნელები სთხოვდნენ,მარცხენა ფლანგზე ეთამაშა,მანამდე,სანამ ერთ ამხანაგურ მატჩში,რეზომ,თვითნებურად არ შეიცვალა ფლანგი და მარჯვენა ფლანგზე ითამაშა.მაშინ,მხოლოდ ორი შეცვლა იყო დაშვებული და გაგიჟებული მწვრთნელი,ასე ადვილად ვერ შეცვლიდა ფეხბურთელს,როგორც ახლა.რეზომ კი,თავის თამაშით,იმ ერთ ტაიმში დაამტკიცა,რომ მარჯვენა მცველის პოზიციაზე,უძლიერესი იყო.კახა კალაძეზე სალაპარაკოც არაფერია,ამდენი წელი მსოფლიოს იმ დროის ერთერთ უძლიერეს კლუბში თამაშობდა და დაბალი კლასის ფეხბურთელს,იქ არავინ დაიტოვებდა.კლუბის მფლობელ ბერლუსკონის,მსოფლიოს ნებისმიერი ფეხბურთელის ყიდვა შეეძლო,როცა სჭირდებოდა.
სოსო
26 იანვარი 2024 12:49
0
რევაზ ძოძუაშვილი იყო... კლასიკური #2. მარცხენა მცველი. კახა კალაძე კი, კლასიკური #5. მარჯვენა მცველი.
tngh
27 ოქტომბერი 2021 15:03
14
ყველა გამოხმაურება
ქინქლაძეც უნდა იყოს ჩემი აზრით
ქომაგი
26 ოქტომბერი 2021 23:32
21
მეკარის და სულაქველიძის შეცვლა შეიძლება. დანარჩენი მართლა შეუცვლელი ფეხბურთელები იყვნენ.
gio
26 ოქტომბერი 2021 20:55
24
ძოძუაშვილს ნამდვილად ვერ დავასახელებდი
ვახო
26 ოქტომბერი 2021 19:51
43
აი თქვენ გცოდნიათ ფეხბურთი! საუკეთესოთა შორის ასახელებენ კალაძეს, რომელსაც ოთხი გოლი აქვს გატანილი საკუთარ კარში და მთელი თავისი კარიერა მილანში სათადარიგო სკამის ხეხვაში გაატარა!
Shoda
27 ოქტომბერი 2021 00:24
33
ტორპედო, ხაჟალია რატომ გამოგრჩათ, ეს ხუმრობით. მაგრამ, თითო პოზიციაზე 3 კანდიდატს თუ დავასახელებთ, მაშინ ყველა ღირსეული მოხვდებოდა სიაში და იქნებოდა იდეალური.
badri
26 ოქტომბერი 2021 19:47
0
რა არის სადავო,ქართველები ვართ და 11 კაცს ვერ დავასახელებთ,50-60 შეიძლება.
აზერბაიჯანლებსაც შეუდგინეს და ასე გამოვიდა:ნიაზ სულეიმანოვი,ტოფიკ ბახრამოვი(მსაჯი) და სხვები.
Levani
26 ოქტომბერი 2021 18:25
2
Რა კახა კალაძე? Ეს ვინ შეიყვანა თერთმეტეულში? Ღადაობთ?
შოთა
26 ოქტომბერი 2021 18:01
73
პოლიტიკოს კალაძეზე ვინ რას ფიქრობს არ ვიცი, მარა უკეთესი მარცხენა მცველი საქართველოს არ ყოლია.
hhh
26 ოქტომბერი 2021 19:47
15
რამაზ შენგელია ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი იკო და მისი არ დაკენება უსამართლობაა
uca
26 ოქტომბერი 2021 17:55
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული