ქართული ფეხბურთის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული - აქ კვარაცხელიას ველით...

AutoSharing Option
"ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ" (IFFHS) სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო 11-ეულები დაასახელა. წლების შემდეგ, რა თქმა უნდა, აქ ხვიჩა კვარაცხელიას გვარს ველით.

საქართველოს რჩეული ფეხბურთელების სია ასე გამოიყურება:

Sportall.Ge

მეკარე: ანზორ კავაზაშვილი;

მცველები: რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა,

ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე;

ნახევარმცველები:
თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, 

ვიტალი დარასელია;

ფორვარდები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, 

მიხეილ მესხი.

altკალაძე და ნესტა თანაგუნდელობამდე - "მილანის" ყოფილი ფეხბურთელი ფოტოს ავრცელებს [PHOTO]

alt"მე პირადად მქონდა მალდინისთან საუბარი, ასევე ჯენარო გატუზოსთან..." - კალაძე ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს

altრევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 179 /
ბევრი ვიფიქრე, მინდოდა საკუთარი შეხედულებით, ვინმე შემეცვალა, მაგრამ ვერ მოვიფიქრე. (მიუხედავად იმისა, რომ სულაქველიძის თამაში არ მომწონდა. გუნდისთვის აუცილებელი ფიგურაა, ,,ჭომა,,).
100%
26 ოქტომბერი 2021 17:00
4
მარტო სამ ციტატას მოვიყვან ბორის პაიჭაძეზე: 'ფეხბურთის ცნობილი თეორეტიკოსისა და ჟურნალისტის მარტინ მერჟანოვის თქმით, ბორის პაიჭაძემ საბჭოთა კავშირში პირველმა დაარღვია ინგლისელთა მიერ დადგენილი საფეხბურთო სქემა (ე. წ. „დუბლვე“)[კომ. 12] და ადგილის სისტემური მონაცვლეობით მთელი თავდასხმის მანევრულ თამაშს მისცა დასაბამი: „უკანასკნელ წლებში შემთხვევა მომეცა მენახა დასავლეთ ევროპის ფეხბურთელთა გუნდების უძლიერესი თავდამსხმელების თამაში. ვნახე უნგრელი ჰიდეგკუტი, ავსტრიელი დინსტი, რუმინელი ენე, შვედი ნორდალი, გერმანელი ვალტერი, ინგლისელი კევანი, დაბოლოს, სახელგანთქმული ფრანგი კოპა. მათგან მხოლოდ ერთმა — რაიმონ კოპამ მომაგონა პაიჭაძის თამაში. სანამ იარსებებს ფეხბურთი, თაობიდან თაობას გადაეცემა ლეგენდა „მოხეტიალე ფორვარდის“ — ბორის პაიჭაძის შესახებ.“

'ლევ კასილი: „თუ კაცს ფეხბურთი უყვარს და მწვანე მოედანზე ერთხელ მაინც ჰყავს ნანახი ბორის პაიჭაძე, იგი ვეღარ დაივიწყებს ამ ფეხბურთელს. პაიჭაძე არა მარტო იწყებდა კომბინაციებს, არამედ თვითონაც სწრაფად იცვლიდა ადგილს, ზედმიწევნით ზუსტად ირჩევდა ხელსაყრელ პოზიციას და ყოველთვის იქ აღმოჩნდებოდა ხოლმე, საიდანაც „კვანძის გახსნა“ — მოწინააღმდეგის კარის აღება იყო მოსალოდნელი. დაუცხრომელი ენერგია, ტექნიკურ საშუალებათა მდიდარი არსენალი, ბურთის დამუშავებისა და ტარების უბადლო ოსტატობა, თამაშის ღრმად თავისებური სტილი და საკუთარი მოქმედების მკაცრად დაქვემდებარება, ორიგინალურად შერწყმა გუნდის მთელ თამაშთან, რომლის ჩანაფიქრსაც ხშირად თვითონვე ახორციელებდა მოედანზე — აი, თვისებები, რომელთაც მწვანე მინდორზე საყოველთაო აღიარება და ერთსულოვანი სიმპათია მოუპოვეს ამ საუცხოო ფეხბურთელს. ბორის პაიჭაძეები არ მეორდებიან. მათი ყოველი ნაბიჯი ისტორიის კუთვნილებაა.

'ანდრო ჟორდანია: „ეს იყო ისეთი თანდაყოლილი ნიჭით დაჯილდოებული ფეხბურთელი, იმდენი რამის გაკეთება შეეძლო, რომ თითქმის არ სჭირდებოდა ეგრეთ წოდებული საფეხბურთო ეშმაკობანი. მას ყველაფერი ჰქონდა მომადლებული: განსაცვიფრებელი ტექნიკა, ზუსტი და ძლიერი დარტყმა, ფიზიკური ძალა, გემოვნება, პლასტიკა, უმდიდრესი ფანტაზია. ერთი სიტყვით, ეს იყო უდიდესი ფეხბურთელი. ჩვენს დროში იგი არანაკლებ დიდებას მოიმკიდა, ვიდრე დი სტეფანო ან პელე.“

კიდევ დავუმატებ, რომ პაიჭაძე ერთხელაც კი არ ყოფილა გაფრთხილებული მინდორზე!
გიორგი
25 იანვარი 2024 18:10
0
გაიხარე გიორგი!რა თქმა უნდა ადრეც რამდენჯერმე მაქვს წაკითხული,მაგ ახლაც ისეთივე სიამოვნება მივიღე!ცხონებულ მამაჩემს,დინამოს და მიშა მესხის თავგადაკლული გულშემატკივარი რომ იყო,ბორის პაიჭაძე და გაიოზ ჯეჯელავა,უძლიერეს ფეხბურთელებად მიაჩნდა.
სოსო
26 იანვარი 2024 11:56
0
არ არსებობდა მაშინ გაფრთხილება და ბარათები და როგორ მიიღებდა? ბოლოს მაინც ეს მეზობელი ერისგან ნასწავლი პოხონდრიობა, (სიმართლე ითქვას არც ჩვენ გვაკლია) რომ არ დაგემატებინა შესანიშნავი იყო ყველაფერი.
ბს
25 იანვარი 2024 23:44
1
ეუუფ ვინ გინდა რომ ამოაგდო და კვარა ჩასვა
Fsiuuu
25 იანვარი 2024 13:23
1
ვაახ რა ხალხია ზოგიერთი ბორია პაიჭაძის 11-ელში ყოფნაზე ეჭვი როგორ შეიძლება საღად მოაზროვნემ გამოთქვეს?D თერთმეტეული კი არა შეიძლება საუკესოც კია ყველა დროის.
რრრ
18 იანვარი 2022 18:22
2
გეთანხმები, ნაღდად საუკეთესო იყო. ჭიაურელის ფილმი ვნახე ყიფინზე და ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი პაიჭაძეს გოლი იყო მოსკოვის დინამოს კარებში. ეგეთი რამე არც მინახავს სხვაგან.
გიორგი
22 იანვარი 2022 17:14
1
კალაძეს მაქ რა უნდა სად არის მანუჩარ მაჩაიძე
27 ოქტომბერი 2021 02:09
23
სხვა სპორტს მიაწექი. კაცს ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და რატომ არის ნაკრებშიო?!რამ გაგაბოროტათ ესე და დაგაბრმავათ. რას უშვება სექტა ამ ხალხს
:-)
27 ოქტომბერი 2021 09:50
18
რამაზ შენგელია არ არის დაფასებული, ის საუკეთესო 11 ნომერია და ის ორჯერ ზედიდედ შემთხვევით არავის დაუსეხელებელია სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელად! ის და დარასელია ეს დაბადებული ფეხბურთელია ნიჭითა და შრომით, სხეულით, ხოლო მუჯირი საუკეთესო მარცხენა მცველი იყო, ხოლო ჭილაია-შენგელიას საფეხბურთო შეტევა ლივერპულთან ეს საუკეთესო სურათია ქართული ფეხბურთისა. ცალსახად გეუბნებით, რომ რამაზი შესაბამისად არ არის დაფასებული, როცა ფეხბურთელი რამდენიმე საფეხბურთო მონაკბეთზე ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, თუნდაც შენგელია-ოგანესიანის გოლი არგენტინასთან(ასევე კარლ ცაისთან ერთერთი საჭირო და საფეხბურთო აზროვნების საგოლე გადაცემა, ხოლო ლივერპულთან დაცვასა და პირველ ნახევარზეც ბრწყინვალე თამაში. ასე, რომ რამაზი ბრწყინვალე გოლიარდორთან ერთად სხვა პოზიციაზეც ბრწინვალე მოთამაშეა) მსოფლიო ჩემპიონატზე საფეხბურთო შესრულების ერთერთი ნიმუშია. თავად ბორიას ადგილას ჩემს ნაკრებში რააზი იქნებოდა, ბორია კი ყიფოს ადგილას. რა ცქნათ ასეა სწორი, ხოლო ყიფო ეს ქართული ფეხბურთის კოლორიტია. რა ვქნათ, ასეა. რამაზი საფეხბურთო აზროვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების მაღალი დონის ფეხბურთელია.
beso
27 ოქტომბერი 2021 01:42
12
რა არის სადავო,ქართველები ვართ და 11 კაცს ვერ დავასახელებთ,50-60 შეიძლება.
აზერბაიჯანლებსაც შეუდგინეს და ასე გამოვიდა:ნიაზ სულეიმანოვი,ტოფიკ ბახრამოვი(მსაჯი) და სხვები.
Levani
26 ოქტომბერი 2021 18:25
2
გაბელიას,ხინჩაგაშვილის და შენგელიას გვერძე მიწევა არ გამოვა
გიო
26 ოქტომბერი 2021 14:43
12
კავაზაშვის ქართველობა სად ნახეთ?
მირზა
29 იანვარი 2024 12:45
4
Kaladze politikis ambavshvi chasvit? :)
Soso
18 იანვარი 2022 21:55
38
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული