არველაძეს რუსულ კლუბს უკავშირებენ

AutoSharing Option
როგორც რუსული soccernews-ი და bombardir-ი წერენ, რუსეთის პრემიერლიგაში მე-7 ადგილზე მყოფი "კრასნოდარი" შესაძლოა, მთავარ მწვრთნელს, 44 წლის ბელარუს ვიქტორ გონჩარენკოს დაემშვიდობოს და მის შემცვლელად ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად შოთა არველაძეს განიხილავენ.

"ფახთაქორის" ყოფილი დამრიგებლის გარდა, წყაროები 2 კანდიდატს ასახელებენ - მოსკოვის "სპარტაკის" ექსთავკაც დომენიკო ტედესკოსა და ცოტა ხნის წინ "ხიმკიდან" გათავისუფლებულ ოლეგ ჩერეჩენკოს.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში შოთა არველაძე ინგლისურ "ჰალსაც" დაუკავშირეს. 

altთურქული პრესა: შოთა არველაძე მალე ცნობილ ინგლისურ გუნდს ჩაიბარებს

altშოთა არველაძე თავის მომავალზე უზბეკურ sports-ს ესაუბრა

მკითხველის კომენტარები / 7 /
არააააააა.... არ იზამ მაგას შოთი.... ეს ვერც უნდა გაგიბედონ.... შენ არ გახდები კიდევ ერთი იარაღი მტრის ხელში.... ეს ის საკითხია, რომელიც მარტო ფეხბურთს და სპორტს არ ეხება.... ღირსეულ მოქალაედ გიცნობს შენი ქვეყანა... თქვი რო არაფრის ფასად არ წახვალ სამუშაოდ ქვეყანაში რომელიც გვანგრევს, გვართმევს, ჩვენს დროშას ფეხქვეშ თელავს...
27
შოთა! არ გინდა რუსეთის გუნდები.
ქ. გ.
15:41 11-11-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული