ანგარიში მე-15 წუთზე გაიხსნა, საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა სწრაფად გაათამაშა და რონინიოს გადაცემის შედეგად ელისანდრომ გაიტანა. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა და საბოლოო შედეგის დაფიქსირება 30-ე წუთზე მოახერხეს. უძლიერესი დარტყმით თორნიკე ბუკიას კარი დენის რამიჩმა აიღო.
საქართველო 1:1 სერბეთი
საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ბრუნო პეტრი
სათადარიგო შემადგენლობა: ალექსანდრე ჯამბურია, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, გიორგაია, კეკელია, ღავთაძე,
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სერბეთი: ვულიჩი, მატიევიჩი, ტომიჩი, პეტროვი, რაკიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: მილანოვიჩი, ალეკსიჩი, მილოსავლევიჩი, რამიჩი, ვასიჩი, სტოიჩევსკი, როსიჩი, რაიჩევიჩი, რადოვანოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: დეიან მაესი
მსაჯები: ზვიად ბლიაძე (საქართველო), პეტარ რადოიჩიჩი (სერბეთი), არსენ ნონიკაშვილი (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)
გაფრთხილება: თოდუა (38:51')
გოლები: 1:0 ელისანდრო (14:43'), 1:1 რამიჩი (29:25')
საქართველოსა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებთა მეორე დაპირისპირება 18 დეკემბერს, 18:00 საათზე, კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.
nakrebi.ge