ანგარიში მე-8 წუთზე გაიხსნა, საშუალო დისტანციიდან ძლიერი დარტყმით მეტოქის კარი ელისანდრომ აიღო. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრები შეტევაში გააქტიურდნენ და მე-9 წუთზე სერბეთის ნაკრებმა პენალტის შესრულების უფლება მიიღო. სტეფან რაკიჩის დარტყმული ბურთი თორნიკე ბუკიამ მოიგერია. პირველი ნახევრის დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმის საწყის წუთებზე საქართველოს ნაკრებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 21-ე წუთზე სერბეთის ნაკრებს თალესმა გაუტანა, 22-ეზე კი შედეგიანი დარტყმა ელისანდრომ შეასრულა. შეხვედრა ავთანდილ
საქართველო 4:3 სერბეთი
თბილისი, ოლიმპიური სასახლე
საქართველო: ბუკია, რონინიო, თალესი, ელისანდრო, ღავთაძე
სათადარიგო შემადგენლობა: ალექსანდრე ჯამბურია, თოფურია, ქურდაძე, თოდუა, გიორგაია, კეკელია, ჭუმბურიძე, სებისკვერაძე, კურტანიძე
მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი
სერბეთი: მილანოვიჩი, მატიევიჩი, რამიჩი, ტომიჩი, რაიჩევიჩი
სათადარიგო შემადგენლობა: ვულიჩი, ალეკსიჩი, მილოსავლევიჩი, ვასიჩი, სტოიჩევსკი, პეტროვი, როსიჩი, რაკიჩი, რადოვანოვიჩი
მთავარი მწვრთნელი: დეიან მაესი
მსაჯები: ზვიად ბლიაძე (საქართველო), პეტარ რადოიჩიჩი (სერბეთი), არსენ ნონიკაშვილი (საქართველო), გრიგოლ ბლიაძე (საქართველო)
გაფრთხილება: რონინიო (08:29'), სებისკვერაძე (17:52')
გოლები: 1:0 ელისანდრო (07:43'), 2:0 თალესი (20:12'), 3:0 ელისანდრო (21:14'), 4:0 ელისანდრო (28:51), 4:1 რამიჩი (34:28'), 4:2 ტომიჩი (36:23'), 4:3 ტომიჩი (36:59')
ევრო 2022-ისთვის მზადების ფარგლებში საქართველოსა და სერბეთის ნაკრებებს შორის პირველი ამხანაგური მატჩი 16 დეკემბერს გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა.
ავთანდილ ასათიანის გუნდი უახლოეს მატჩებს 21-22 დეკემბერს ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრებს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს და 17:00 საათზე დაიწყება.
nakrebi.ge