საქართველოს ფუტსალის ნაკრები ყირგიზეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ევრო 2022-ის მზადების ფარგლებში, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ავთანდილ ასათიანი გუნდმა ამჯერად ყირგიზეთს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით - 1:2 დამარცხდა. ყირგიზეთის წინააღმდეგ გამართულ მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ვილიან ლორენსუს დებიუტი შედგა. მოთამაშე საკლუბო დონეზე რუსული "გაზპრომ იუგრას" ღირსებას იცავს.

ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე ირაკლი თოდუამ გაიტანა. შემტევმა რონინიოსა და ვილიანის სწრაფი კომბინაცია დაასრულა შედეგიანი დარტყმით. რაც შეეხებათ სტუმრებს, ყირგიზეთის ნაკრებმა საბოლოო შედეგის დაფიქსირება პირველივე ტაიმში შეძლო. მე-13 წუთზე შოხრუხ მახამადამინოვმა ანგარიში გაათანაბრა, მე-18
წუთზე კი მან დუბლი გაიფორმა და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.

​თბილისი, ოლიმპიური სასახლე

​საქართველო: კუპატაძე, თოფურია, ღავთაძე, კეკელია, ჭუმბურიძე

სათადარიგო შემადგენლობა: ბუკია, ჯამბურია​, ვილიანი​, ქურდაძე, გიორგაია, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, ზუნტუროვი​​

მთავარი მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

​ყირგიზეთი: ერმოლოვი, მახამადამინოვი, ალიმივი, აბდილდაევი​, აბდიჟალილ უულუ

​სათადარიგო შემადგენლობა: აკმატალიევი, ისაბეკოვი, იმანალიევი, დანიარ უულუ, სულაიმანბეკოვი, ასკარბეკოვი​, კუბანიჩოვი​, ისაბეკოვი

​მთავარი მწვრთნელი: ამირჟან მუკანოვი

​მსაჯები:
ზვიად ბლიაძე, არსენ ნონიკაშვილი, დავით ახვლედიანი, გრიგოლ ბლიაძე

​გაფრთხილება: კუბანიჩოვი (24:16'), კეკელია (27:20'), ისაბეკოვი (28:50')

​გოლები: 1:0 თოდუა (03:42'), 1:1 მახამადამინოვი (12:32), 1:2 მახამადამინოვი (17:11)

საქართველოსა და ყირგიზეთის ფუტსალის ნაკრებებს შორის მეორე ამხანაგური მატჩი 22 დეკემბერს, 17:00 საათზე კვლავ თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული