შოთა არველაძე ცნობილი რუსული გუნდის ჩაბარების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მწვრთნელი შოთა არველაძე შესაძლოა, ადგილობრივი პრემიერლიგის ბინადარ "კრასნოდარს" ჩაუდგეს სათავეში.

"კრასნოდარმა" დღეს გვაუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი დამრიგებელი ვიქტორ გონჩარენკო გათავისუფლებულია და მას შემდეგში წარმატებები უსურვა.

გავრცელებული ინფორმაციით, "კრასნოდარში" დანიშვნის მთავარი კანდიდატი მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩია, შემდეგ კი არველაძის ვარიანტი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ასევე აქტიურად ვრცელდება ცნობა, რომ არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ "ჰალს" ჩაიბარებს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
კრასნოდარი კაი გუნდია ტოო!! ))
1
აუფ...მართლა ტო? რუსები როდის თამაშობდნენ ფეხბურთს ნეტა ვიცოდე.
მე ქართველი ვარ.
19:13 06-01-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული