საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ტაჯიკეთი გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა და ტაჯიკეთის ეროვნულ გუნდს 10:1 სძლია.

პირველი ნახევარი ავთანდილ ასათიანის გუნდმა 4:1 მოიგო. ანგარიში ელისანდრომ გახსნა. მალევე არჩილ სებისკვერაძეს შეეძლო მასპინძელთა უპირატესობის ორამდე გაზრდა, თუმცა მის მიერ შესრულებული პენალტი მეკარემ მოიგერია. მე-7 წუთზე ტაჯიკეთის ნაკრებმა იდრის იოროვის გოლით გაათანაბრა, რასაც მასპინძელთა მხრიდან თალესის, ელისანდროს და ნიკოლოზ კურტანიძის ზუსტი დარტყმები მოჰყვა.

შესვენების შემდეგ მოედანზე მასპინძლები დომინირებდნენ. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა კიდევ ექვსი გოლი გაიტანეს. ელისანდრომ პოკერი შეასრულა, ხოლო კურტანიძემ
- დუბლი. თითო გოლი ვილიანის, გიორგი ღავთაძის და ირაკლი თოდუას ანგარიშზეა.

19 იანვარს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც ევროპის ჩემპიონატზე არსებობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით ნიდერლანდებში გაიმართება. ავთანდილ ასათიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს გრონინგენში ჩაატარებს. პირველ მატჩი საქართველოს ნაკრებს 22 იანვარს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ ექნება.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული