ევრო 2022. რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2022 წლის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გრონინგენის მარტინი პლაზაში აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირა. ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა აზერბაიჯანელთა მეკარე კურდოვი და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები ბურთს ფლობდა, გამუდმებით უტევდა და არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე პეტრი ბრანკომ პენალტი მოიპოვა და თალეს ფეიტოსამ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანელების იერიშებს გაუძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა.

altევრო2022 - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 22 /
თავად უწიგნურო. საქართველო აზიაა თუ ევროპა ისტოტიის წიგნი კი არა გეოგრაფიის წიგნი უნდა გადაშალო .
ზურას
22 იანვარი 2022 23:33
3
შაგინიას ლეგიონერობას რატომ აბრალებენ-მეგრელია.; ჩვენია აქაურია :)
საბა
23 იანვარი 2022 10:10
1
აზიაში კიდევ ერთი ქრისტიანული ქვეყანაა სომხეთი.
Randoms
22 იანვარი 2022 23:46
6
ევროპის ჩემპიონატებზე გამოდიან ყაზახეთი სომხეთი აზერბაიჯანი ისრაელი და საქართველო რომლებიც გეოგრაფიულად აზიას ეკუთვნის.ასევე თურქეთის დიდი ნაწილი.
დიმა
22 იანვარი 2022 23:44
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული