ევრო 2022. რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს თამაში 0:2-დან შემოუტრიალა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრო 2022 წლის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გრონინგენის მარტინი პლაზაში აზერბაიჯანი 3:2 დაამარცხა.

დებიუტში მეტოქე 2:0 დაწინაურდა, შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და ელისანდრომ ულამაზესი გოლით ანგარიში შეამცირა. ჩვენი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა აზერბაიჯანელთა მეკარე კურდოვი და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, საქართველოს ნაკრები ბურთს ფლობდა, გამუდმებით უტევდა და არჩილ სებისკვერაძემ ანგარიში გაათანაბრა. მერე პეტრი ბრანკომ პენალტი მოიპოვა და თალეს ფეიტოსამ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა.
ამის შემდეგ ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა აზერბაიჯანელების იერიშებს გაუძლეს და გამარჯვება მოიპოვეს.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჯგუფიდან გავა.

altევრო2022 - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი აზერბაიჯანის წინააღმდეგ

მკითხველის კომენტარები / 22 /
ბრავო ბიჭებო!ბრაზილიელებმაც,თითქოს ყველანი ქართველები იყვნენ,ისე დამუხტულებმა ითამაშეს,იბრძოლეს,მინდორზე თავი დადეს და მაინც გაიმარჯვეს!ეს პირველი და სხვა კიდევ მრავალი გამარჯვება,ბიჭებო!გილოცავთ თქვენც და მთელ საქართველოს!დიდ ფეხბურთშიც მალე მოგვასწროს გასვლა და გამარჯვება.
სოსო
22 იანვარი 2022 19:30
3
გილოცააავთ. აზერბაიჯანი ერთ ერთი საუკეთესო ნაკრებია. იმედია ჯერ ჯგუფიდან გასვლას და მერე უფრო მეტს მოგილოცავთ!!!. კაცნაკლული როდის დავრჩით?
ბოკინიო
22 იანვარი 2022 19:30
1
რაკი ანგარიშში ჩამოგვრჩნენ,მეკარე წინ გამოდიოდა და ჩვეულებრივი ფეხბურთელივით თამაშობდა შეტევაში.სამჯერ შევძელით ჩაჭრილი ბურთის კარისკენ დარტყმა,მაგრამ ვერც ერთხელ კარში ვერ წავიდა,ბურთი.ესე იგი ფაქტობრივად 5 შემტევს,4 კაცით ვიგერიებდით.
სოსო
22 იანვარი 2022 21:09
0
როცა აზერებმა მეკარის ნაცვლად მოედნის მოთამაშე შემუშვეს.დ
რრრ
22 იანვარი 2022 20:50
0
ყველა გამოხმაურება
გილოცავთ!ბიჭებო,თქვენ გაახარეთ საქართველო და ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში! დიდი მადლობა ასეთი შემართებისთვის და ბრძოლისთვის!
თენგიზ პაჭკორია
22 იანვარი 2022 21:29
2
ბრავო❤️ვამოს❤️
EA7
22 იანვარი 2022 19:24
0
რა მოგივათ, საზღვარგარეთაც რომ არ დაბლოკოთ ეს პლეერი, 1 საათი ვუნდები 1 წუთის ყურებას. ადამიანები არ ხართ?
goga
22 იანვარი 2022 21:14
2
ინტერნეტში,მაი ვიდეოში მეც მებლოკება,მაგრამ ცალკე პირველი არხი მაქვს შენახული და მას ვხსნი ხოლმე.ასევე იმედიც.
სოსო
22 იანვარი 2022 21:33
0
საზღვარგარეთ ვინც ვართ "ჩვენიანებად" არ აღგვიქვამენ, ჩვენს მაგივრად გადაწყვიტეს მგონი რომ არ გვაინტერესებს.
ლუკა
22 იანვარი 2022 21:36
6
ყველა გამოხმაურება
მეც ასე დავაკომენტარე გუშინ-ევროპის კი არა სან პაულუს ჩემპიონატიათქო,თამაშის ყურებაც სკეპტიკურად დავიწყე თან 0-2 იყო,მაგრამ სადღაც 6-ე,7-ე წუთიდან ისე ათამაშდნენ ბიჭები იმ ბრაზილიელებმაც თავი შემაყვარეს ამ ერთი თამაშით.მადლობა მაგათ ბრძოლის და თავდადების გამო.
უშუალოდ თამაშს რაც შეეხება რონინიო,ელისანდრო და თალესი ვიცოდი რო მაგარი ბიჭებია,2-3ჯერ მყავდა ნანახი.
შაგინიას თამაში ადრე ერთხელ ვნახე და არ მეგონა ამდენი თუ შეეძლო რაც დღეს გააკეთა-უსერიოზულესია,მე უმაღლეს შეფასებას დავუწერდი.
ვილიანი წინ ვერ იგროკობს,მაგრამ უკან გაუვალი მცველია.ასათიანსაც მაშინ შემოყავდა როცა ისინი გვიტევდნენ.სებისკვერაძესაც ყოჩაღ და დიდი მადლობა ავთანდილ ასათიანს.ასე გააგრძელეთ
Levani
22 იანვარი 2022 23:55
1
ნატურალიზებაში ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ.სული და გული დადეს ბრაზილიელებმა.ხომ შეიძლება ვინმე თავდამახმელი ავიყვანოთ(სადაც გვიჭირს ყველაზე უფრო).
კახა ქ.
22 იანვარი 2022 21:28
3
ყოჩაღ ლომებო
წითელიმწვანე
22 იანვარი 2022 19:49
1
ამ უცხოელების ხარჯზე მოგებას არანაირი სიხარული არ მოაქვს. მოკვდა ფეხბურთი საქართველოში...
გია
23 იანვარი 2022 00:29
59
ორი აზიური ქვეყანა ბრაზილიელებით იბრძვის ევროპის ჩემპიონატზე. მაგარია
დიმა
22 იანვარი 2022 20:20
35
ისტოტიის წიგნი გადაშალე შე უწიგნურო,საქართველო აზიური ქვეყანა არაა!
ზურა
22 იანვარი 2022 22:57
5
აბა ერთი ტვინიკოსო საქართველო თუ აზიური ქვეყანაა აზიაში კიდევ ერთი ქრისტიანული ქვეყანა დამისახელე?
random
22 იანვარი 2022 21:56
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული