ინგლისური პრესა: უახლოეს საათებში შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად დანიშნავენ

AutoSharing Option
ინგლისური პრესის მტკიცებით, უახლოეს საათებში "ჰალის" მთავარი მწვრთნელი ქართველი შოთა არველაძე გახდება.

როგორც იწერება, "ვეფხვები" დღეს კლუბის ჯერ კიდევ მოქმედი დამრიგებლის, გრანტ მაკანის გათავისუფლებას იუწყებს, მის ადგილს კი ჩვენებური დაიკავებს.

როგორც იცით, "ჰალი" თურქმა ბიზნესმენმა აჯუნ ილიჯალმა იყიდა, ის კი არველაძის ახლო მეგობარია.

საინტერესოა, რომ მაკანის ხელში გუნდს ბოლო დროს წარმატებები ჰქონდა და ორ ლიდერს - "ბლექბერნსა" და "ბორნმუთსაც" მოუგო, მაგრამ როგორც ჩანს, საკადრო გადაადგილება მაინც გადაწყვეტილია.

"ჰალს" ჩემპიონშიპში 29 ქულა აქვს და მე-19 პოზიციაზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 17 /
წარმატებებს გისურვებ და გთხოვ იმას რაც ჩემზე კარგად მოგეხსენება გატეხე ეს უაზრო კედელი და გზა გაუჭერი ჩვენს უნიჭიერეს ბიჭებს ინგლისში.
ლევანი
22:26 24-01-2022
0
ძალიან კარგი, იმედია ვინმე ქართველ ფეხბურთელს წაიყვანს
nika
13:36 24-01-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული