მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.
მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.
D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.
29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.
საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო
სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია
გილოცავთ ბიჭებო, დიდი მადლობა იმ სიამოვნებითვის რაც თქვენ მოგვანიჭეთ. სულ წარმატებებით გევლოთ.
Congratulations guys, thank you so much for the pleasure you have given us. Good luck.
გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!