ევრო 2022 – მორიგი ქამბექი და საქართველოს ნაკრები მიზანთან ახლოსაა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩში, გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას 2:1 სძლია.

მე-6 წუთზე მეტოქე ჰაჯევიჩმა დააწინაურა, საპასუხო შეტევისას კი კურტანიძემ კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. სამჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი მეკარე მილანოვიჩმა. ბოსნიელები ძალიან სახიფათონი იყვნენ სწრაფი კონტრშეტევებისას, თუმცა მოწოდების სიმაღლეზე იდგა ჩვენი გუნდის გოლკიპერი კუპატაძე. შემდეგ სებისკვერაძეს გოლის გატანა მილანოვიჩმა არ დაანება, ელისანდრომ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრების იერიშებით დაიწყო. მილანოვიჩს კარიდან მორიგი წინ გასვლა ძვირად დაუჯდა და 25-ე წუთზე
თალესმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 27-ე წუთზე ბრუნო პეტრიმ ჩვენი გუნდი წინ გაიყვანა. აქედან მოყოლებული, ბოსნიელები შეტევაზე გადავიდნენ. ბოლო წამზე 42 წლის კუპატაძემ მოწინააღმდეგის დარტყმული ბურთი მოიგერია და გავიმარჯვეთ.

D ჯგუფში დღეს ერთმანეთს ესპანეთი და აზერბაიჯანი დაუპირისპირდებიან. ესპანეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავა.

29 იანვარს, ბოლო ტურში, ასათიანის შეგირდები, რომლებმაც ზედიზედ ორი მატჩის შემოტრიალება მოახერხეს, ესპანეთს შეხვდებიან.

საქართველოს ნაკრები (სასტარტო): კუპატაძე - შაგინია, რონინიო, თალესი, ელისანდრო

სათადარიგოები: ბუკია, ღავთაძე, ვილიანი, თოფურია, ბრუნო პეტრი, თოდუა, სებისკვერაძე, კურტანიძე, კეკელია

მკითხველის კომენტარები / 36 /
აზერბაიჯანი უგებს ესპანეთს
ზურა
27 იანვარი 2022 00:15
6
აზერბაიჯანი-ესპანეთი 2:2
გავედითთთთთ მეოთხედფინალში!!
buba
27 იანვარი 2022 01:27
1
აზერბაიჯანმა დაამარცხა ესპანეთი 2 1, ხომ არ გაახარებენ ბილომდე რააა, მაინც გავალთ
ნიმბუს
27 იანვარი 2022 00:36
25
2:2 გავედით! თუ ესპანეთთან წავაგეთ მაშინ მგონი რუსებს შევხვდებით ასე რომ ჯობია არ წავაგოთ, დამატებითი ტვირთი მოეხსნებათ ბიჭებს
ივერი
27 იანვარი 2022 01:32
1
2-2 morcha
lasha
27 იანვარი 2022 01:26
1
ყველა გამოხმაურება
და აზერებმა კიდეც რო მოუგონ ბოსნიას და ჩვენ წავაგოთ თანაბარი ქულების დროს რას ექცევა ყურადღება ბურთებს თუ ურთიერთშეხვედრებს?
mirosan
27 იანვარი 2022 00:59
7
სულაქველიძე მაინც სულ სხვაა. გელა ნუგზაროვი თუ იქნება ესპანეთთან:
აბო
27 იანვარი 2022 07:53
14

სიახლეები პოპულარული