შოთას პირველი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია - ვინ მიჰყავს არველაძეს "ჰალში" და როდის წარადგენენ მას

AutoSharing Option
ინგლისური პრესის ინფორმაციით, შოთა არველაძეს "ჰალის" მწვრთნელად პარასკევს წარადგენენ.

წარდგენის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის ახალი მფლობელი აჩუნ ილიჯალი, ასევე, გუნდის ვიცე-თავმჯდომარე და დროებითი აღმასრულებელი დირექტორი ტენ კესლერი დაესწრებიან.

მოგეხსენებათ, "ჰალს" სატრანსფერო ბანი ჰქონდა, რადგან კორონავირუსის პანდემიის დროს ინგლისის საფეხბურთო ლიგიდან სესხი აიღო, რომელიც დაფარული არ ჰქონდა და ამიტომ ახალ ფეხბურთელებს ვერ იმატებდა.

აჩუნ ილიჯალის მოსვლის შემდეგ ეს დავალიანება გასწორდა და ახლა "ვეფხვებს" სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაც შეუძლია.

yorkshirepost.co.uk წერს, რომ კლუბის მთავარი სამიზნე "შეფილდის" 22 წლის ინგლისელი ნახევარმცველი რეგან სლეიტერი
იქნება, რომელიც "ვეფხვების" ღირსებას 2020 წელს იჯარის წესით უკვე იცავდა.

ასევე იწერება იმის შესახებ, რომ "ჰალი" "ფენერბაჰჩეს" 18 წლის ირანელი ფორვარდის, ალაჰიარ სეიდის შეძენასა და "გალათასარაის" 35 წლის ნიდერლანდელი ვეტერანის, რაიან ბაბელის დამატებასაც შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 33 /
ირანელები როგორ ახერხებენ და აგენტად არაყავთ მაფიოზი ჯუღელის ნაერები და არცდილობენ მილიონების შოვნას პირველსავე ტრანსფერზე.
გულდაწყვეტილი
27 იანვარი 2022 12:59
2
კაცი არა ხარ, წაიყვანე კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და წიტაიშვილი. მადლი მოისხი ქართველი ხალხის!
მწვრთვნელი
27 იანვარი 2022 12:26
20
აბა ზევით ჩამოთვლილი ხალხი უფასოდ მოყავს, თუ რა არის ვერ გავიგე?
მწვრთვნელი
27 იანვარი 2022 14:17
2
არ აქვს მაგხელა ბიუჯეტი "ჰალს" ხვიჩა რომ წაიყვანოს
აზაზაზა
27 იანვარი 2022 13:07
2
ირანელი როგორ ახერხებს რო ქართველს ფეხბურთში აჯობოს მართლა საინტერესოა
შოკირებული გულშემატკივარი
27 იანვარი 2022 12:03
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული