საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს

AutoSharing Option
ნიკა კაჭარავამ საფეხბურთო კარიერის გაგრძელების ახალი გზა იპოვა. ქართველი ფორვარდი, რომელმაც "ანორთოსისთან" თანამშრომლობა "აპოელი" - "ომონიას" თამაშზე ყოფნისა და ქვილითაიას გოლის აღნიშვნის შემდეგ დაასრულა, გუნდის ძიებაში იყო.

მას გარკვეული მოლაპარაკებები პოლონეთში ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ კარიერას სამხრეთ კორეაში, "ჯეონგამ დრაგონსში" გააგრძელებს. ეს არის გუნდი, რომელიც ქვეყნის ფეხბურთის მეორე დივიზიონში მონაწილეობს.

გუნდი "გვანგიანგის" სტადიონზე თამაშობს, რომელიც ერთ-ერთი პირველი წმინდა საფეხბურთო სტადიონია, რომელიც სამხრეთ კორეაში აშენდა. "დრაკონებმა" თასი ოთხჯერ მოიგო - 1997, 2006, 2007 და 2021 წლებში, 1999 წელს კი აზიის თასების მფლობელთა თასზე გაიმარჯვა. კლუბის
მთავარი ფერი ყვითელია.

კაჭარავა საქართველოში იმყოფება და სამხრეთ კორეის ვიზას ელოდება.

მომზადებულია philenews-ის მიხედვით

altქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან

altკვიპროსელმა ჟურნალისტმა კაჭარავას ბოდიში მოუხადა - იმედია, 2022 წელი უფრო გონიერებსა და ადამიანურებს გაგვხდის

altქვილითაიას გოლის შემდეგ - კაჭარავას კლუბიდან გაშვებას ითხოვენ


მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამოში არ ჯობდა? დინამო ევროპის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულია 81-ში.
ადამ-კოკო
16:24 27-01-2022
1
მგონი ნიკა კაჭარავა როგორც ნაკრების ფეხბურთელი აღარ გვყავს :(
Irakli
18:06 27-01-2022
2

სიახლეები პოპულარული