"მადლობა, კაპიტანო, რასაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და კარიერაში მიაღწიე. მადლობა, რომ მაგალითის მიმცემი იყავი თანაგუნდელებისა და მომავალი თაობისთვის. ბედნიერი ვარ, რომ შენი მწვრთნელობის პატივი მერგო. მადლობა, კაპიტანო; მადლობა, ლეგენდავ!"
კანკავას "ინსტაგრამის" გვერდზე, სადაც განცხადება გამოქვეყნდა, საკუთარი პოზიცია "ჯვაროსნების" თითქმის ყველა მოქმედმა წევრმა დააფიქსირა. შეგახსენებთ, კანკავა ამჟამად ბრატისლავის "სლოვანში" ასპარეზობს.
ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა