თბილისის "დინამო" "ნაპრედაკს" დაუზავდა

AutoSharing Option
დინამო თბილისმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდი ამჯერად სერბული სუპერლიგის მეხუთე ადგილოსანს - კრუშავეცის ნაპრედაკს დაუპირისპირდა.

შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. ანგარიში მე-8 წუთზე სერბებმა გახსნეს, დინამოელთა მეკარისა და მცველის შეუთანხმებელი თამაშით სრდიან კოჩიჩმა ისარგებლა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა პირველივე წუთებში ორი ხელსაყრელი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. გაშვებული გოლის შემდეგ დედაქალაქელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შეტევებმა შედეგი 43-ე წუთზე გამოიღო, გიორგი
გაბედავამ საჯარიმოს მისადგომებთან მოიპოვა ბურთი და მახვილი კუთხიდან გაიტანა.

​მეორე ნახევარში სათამაშო სცენარი დიდ არ შეცვლილა, ინიციატივას დიმნაო ფლობდა, მეტოქის კართან რამდენიმე მომენტიც შეიქმნა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.

განვილი შეხვედრა დინამოელთა მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორმა გიორგი გაბედავამ შეფასა:

გიორგი გაბედავა: "ვთვლი, რომ ცუდი მატჩი არ ჩავატარეთ და გუნდს ეტყობა, რომ მომატება შეგვიძლია. ჯერ ბევრი რამე დასახვეწია, თუმცა ამ შეხვედრაში ბევრი მომენტი შევქმენით და დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეგვეძლო.

გამარჯვება ყოველთვის კარგია, თუმცა ტესტ-მატჩებში ანგარიშს ნაკლები ყურადღება ექცევა, მთავარია მოცემული დავალებების ზუსტად შესრულება, ყურადღების გამახვილება კონკრეტულ დეტალებზე... ვთვლი, რომ დღეს წინა თამაშთან შედარებით უფრო გამოჩნდა, რომ გუნდი ნელ-ნელა იმ ხარისხს მიაღწევს, რაც ჩემპიონატის დაწყებამდეა დასახული."

​დინამო (სასტარტო): პრიეტო, ბენიო, პაპავა, ჯანგიძე, გვიშიანი, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი, ლომინაძე, გაბედავა, ანტილევსკი, იობაშვილი ​

შეცვლაზე გამოვიდნენ: კერესელიძე, მაისურაძე, კალანდაძე, ხვადაგიანი, ოსეი, მექვაბიშვილი, სხირტლაძე, ბილენკი

დინამო თბილისი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 1 თებერვალს ბულგარეთის ჩემპიონის რაზგრადის ლუდოგორეცის წინააღმდეგ გამართავს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
ქვემოთ მარცხნივ პირველი "ჯეოთიმის" იუთუბერი საბაა?:) მაზიანზე მოუგო ალბათ ცხადაძეს დინამოში მათამაშეო.
Levani
00:06 30-01-2022
4
რატომღაც არააქვს ცხადაძის იმედი სანამ ნამდვილ პროფესიონალ მწვრთნელს არ მოიყვანენ რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესი იქნება დაამტკიცოს თავისი კვალიფიცირება და შედეგის დადებით არამარტო დინამოს არამედ საკუთარი მომავლისთვისაც პერსპექტივის და ამბიციების წარმოჩენას მთავარი.
კახა
23:49 29-01-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული