მატჩის დღე! რუსებთან კიდევ ერთი სასწაულის იმედად...

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ესპანეთთან დიდი ანგარიშით (0:8) მარცხის შემდეგ გაირკვა, რომ ნახევარფინალში გასასვლელად რუსეთის უძლიერეს ნაკრებს დავუპირისპირდებოდით.

მეოთხედფინალურ ეტაპზე ამსტერდამში პორტუგალიამ ფინეთი (3:2) დაამარცხა, შემდეგ კი უკრაინამ ყაზახეთს (5:3) აჯობა. საქართველო-რუსეთის დაპირისპირება დღეს, 1-ელ თებერვალს შედგება, ისევე, როგორც ესპანეთი-სლოვაკეთი, რომელმაც საკმაოდ მოულოდნელად, ხორვატიას აჯობა და ჯგუფიდან გავიდა.

რუსეთის ნაკრები

რუსების საუკეთესო მიღწევა 1999 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებაა, 2008 წელს კი ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავეს. საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ ავთანდილ ასათიანის გუნდი ორივე შეხვედრაში დაამარცხეს.

რუსეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში გაიმარჯვა. მათი ყველაზე
სახიფათო მოთამაშე არტემ ანტოშკინია, რომელიც 5 გოლით ჯერჯერობით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანელთა 2010 წლის მიღწევა გაიმეორა - დებიუტანტი ჯგუფიდან გავიდა, რაც დიდი წარმატებაა, რუსეთთან გამარჯვებით კი ახალი ფურცლის ჩაწერა შეგვიძლია. ჩვენგან საუკეთესო ბომბარდირი თალესია - 2 გოლით.

დარჩენილი გზა

თუკი ასათიანის გუნდი სასწაულს მოახდენს და 4 საუკეთესო ნაკრებში მოხვდება, 4 თებერვალს ნახევარფინალში უკრაინას დაუპირისპირდება. ტურნირზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაც იმართება - ფინალის დღეს, 6 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის მთავარ ფავორიტებად ესპანელები მიიჩნევიან.

altავთანდილ ასათიანი: მცირე ტრავმების და თავის დაზოგვის ფონზე ასეთ მეტოქესთან მზად არ ვიყავით

altევრო 2022. საქართველოს ნაკრები ესპანეთთან უშანსოდ დამარცხდა და მეოთხედფინალში რუსეთს შეხვდება



მკითხველის კომენტარები / 21 /
ესპანელებს, თურმე მე-9 გოლის გატანაც ძალიან უნდოდათ, მაგრამ ჩააფურთხონ აგერ ა . . . . . ! ! !
დ.დ.
30 იანვარი 2022 17:05
10
პრინციპში ამ შემთხვევაში რუსეთი მართლაც მტერი არ არის, ჩვენი ნაკრებს ეროვნულს ძნელად თუ უწოდებ,რადგანაც გუნდის ძირითადი შემადგენლობა ბრაზილიერია მეკარის გარდა, რუსეთის ძირითად შემადგნლობაშიც ბრაზილიერი და პოტუგალირები არიან.....ასე რომ ეს შეხვედრა რაღაც დოზით შეიძლება ამხანაგურიც კი გამოვიდეს...
ჩასაფრებული
30 იანვარი 2022 16:33
21
რამდენიხართ აბა ღრუსეთუმეები მოღალატეები?რუსეთან წაგება მოღალატეობას ნიშნავს და არის შემოქმედი იქნება ასათიანი გუნდთან ერთად…
Jako
30 იანვარი 2022 16:09
64
… ყოჩაღ სოსო!!!
დათო
01 თებერვალი 2022 13:04
1
ჯაყო!ისე ვატყობ,მთელ საქართველოში ყველაზე დიდი პატრიოტი შენ ხარ,ჩვენ რიგითი გულშემატკივრები კი,მოღალატეები.თუ ნაკრები რუსეთთან დამარცხდება,ისინიც ქვეყნის გამყიდველები იქნებიან.შეუძლებელია ,მათი იმედი გვქონდეს,ზოგიერთი მათგანი ხომ რუსეთში თამაშობს,სხვები კი,სულაც ბრაზილიელები არიან!ასე რომ ერთი საშველი გვაქვს,შენ უნდა გახვიდე მოედანზე და დაიცვა ერის ღირსება.გეყოლება მეგობრებში სხვა საიმედო პატრიოტებიც,გმირულად რომ შეაგებეს რუსების არმიას შიშველი უკანალები და მათთან ერთად, კვლავ უკუაგდე ვერაგი მტერი!თქვენ ხომ შეუდრეკელი მეომრები ხართ!აბა ჰე!აბა ჰო!ჰო,კიდევ,წაგება არ გაბედოთ მტერთან,თორემ თქვენ იქნებით ყველაზე სულგაყიდული,"ღრუსეთუმე" მოღალატეები!
პ.ს.თუ ეს სტატია წაიკითხე და მაინც ფიქრობ,რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაამარცხოს რუსეთის ნაკრები,აზროვნებაში და ფეხბურთის ცოდნაში გქონია დიდი პრობლემა,ხოლო თუ იცი რომ ასე არ არის და მაინც ასე წერ;-მაშინ ნამუსში.
პ.ს..პ.ს.მკაცრად დავწერე,მაგრამ არ ვნანობ.იმედი მაქვს, სამომავლოდ უფრო მეტად დაფიქრდები,სანამ სხვას იარლიყს მიაკერებ.
სოსო
31 იანვარი 2022 15:37
1
რუსეთან თამაშს რატომღაც შეშინებული უდგება ასათიანი და ეს ცუდად არ დაუსრულდეს,ღმერთმა ნუ ქნას რომ წააგონ რუსეთის სუსტ გუნდთან თორემ ეს ღალატი იქნება ყველასი რომლის მოთავე ასათიანი იქნება…
jako
30 იანვარი 2022 13:24
99
ხშირად წერე ძმაო, აშკარად მაღალი დონის სპეციალისტი ხარ - "რუსეთის სუსტ გუნდთან".
ALONZOLM
30 იანვარი 2022 15:25
5
რუსეთან წაგებას მხოლოდ ღრუსეთუმეები მიიჩნევენ კანონზომიერად,შეიგნეთ და გაანალიზეთ ღრუსები მტრები არი ან,ისე მაინტერესებს ღრუსეთუმეები მშობლებს რამდენად გაყიდი?
Jako s
30 იანვარი 2022 15:25
43
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული