2022 წლის საქართველოს სუპერთასს ქუთაისი უმასპინძლებს

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2022 წლის სუპერთასის ჩატარების დრო და ადგილი ცნობილია.

საქართველოს სუპერთასის შეხვედრას 20 თებერვალს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. 2022 წლის სეზონის პირველი მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და ერთმანეთს ქვეყნის ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ და თასის მფლობელი „საბურთალო“ შეხვდებიან.

სუპერთასის მატჩზე დასწრება თავისუფალია. ქვეყანაში არსებული კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით მატჩებზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
სუპერთასი ორმატჩიანია?
ბათუმელი ექსპერტი
21:12 30-01-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული