ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...

AutoSharing Option
რუსეთთან ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ (1:3) კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გააკეთა.

"მე მიყვარს ჩემი გუნდი, რადგან თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გააკეთა. ჩვენთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი იყო, გუნდმა დიდი გამოცდილება მიიღო და სადებიუტო ჩემპიონატზე საუკეთესო რვა გუნდს შორის მოვხვდით.

მეოთხედფინალში დაგვაკლდა გამოცდილება. წარმოუდგენელია ასეთ ტურნირზე პირველად ჩამოხვიდე და ჩემპიონი გახდე. ვხედავ, რომ შეგვიძლია ყველასთან თამაში და ბიჭებმაც ეს დაამტკიცეს.

გვჯეროდა წარმატების. თუ არ გჯერა, ვერც ერთ მოწინააღმდეგესთან ვერ გახვალ სათამაშოდ. სწორედ ეს ჩანდა დღეს მოედანზე. დავმარცხდით, მაგრამ ქართულმა
ფუტსალმა გაიმარჯვა. საქართველოში ფუტსალი შედგა. რამდენიმე წლის წინ ბევრმა არც კი იცოდა ფუტსალი და დღეს, ამ ბიჭების დამსახურებით, მთელმა ქვეყანამ იცის.

მეოთხედფინალში ძალიან დაგვაკლდა თალესი. მინდა გამოვყო თოფურიას სიმამაცე, რომელიც მძიმე ტრავმით თამაშობდა და მთელი გული ჩადო. შეგვეძლო წარმატების მიღწევა, რადგან ასეთ გრანდს, როგორიც რუსეთის ნაკრებია, 39 წუთი თანაბრად ეთამაშები, ესე იგი, შეგიძლია ნებისმიერ ძლიერ მეტოქესთან ბრძოლა. შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ შეგვეძლო კიდევ ერთი სენსაცია მოგვეხდინა", - ციტირებს ასათიანს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის.
ცალკე მადლობა ჩვენს ბრაზილიელებს. ზოგი თავისი ქვეყნისათვის არ თამაშობს მასეთი ჟინით, როგორც ეს ბიჭები საქართველოსათვის.
მაინც მოკლე სკამმა დაგვაღალატა, ჩემი აზრით ქართველი ბიჭების გამოუცდელობამაც. დარწმუნებული ვარ მათ მეტი შეუძლიათ. ალბათ მაინც ფსიქოლოგიამ იმოქმედა (ვისაც იოლი გონია თვითონ ითამაშოს). არაუშავს ბიჭებო მსოფლიოზე გახვალთ და უფრო მაგრად იბრძოლებთ. ერთბაშად ყველაფერი არ მოდის, ამიერიდან კი უფრო მეტი შრომა და ბრძოლა დაგჭირდებათ, რაც უფრო ზემოთ აწევთ თამასას მით უფრო დაგაფასებენ და მოგერიდებიან მეტოქეები.
აბა თქვენ იცით
ოთარი
11:08 02-02-2022
0
უპირატესობა გქონდათ და ვერ გამოიყენეთ. ან სხვა ფეხბურთელები რატომ არ წაიყვანეთ? ვინ უნდა მიიღოს გამოცდილება თალესმა?
დდდ
10:21 02-02-2022
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული