არველაძის დებიუტს "ჰალის" ფეხბურთელი აფასებს

AutoSharing Option
"ჰალ სიტიში" შოთა არველაძის დებიუტზე გუნდის ფეხბურთელმა ბრენდან ფლემინგმა Hull Live-თან ისაუბრა. 21 წლის მცველი, რომელმაც საგოლე პასი შეასრულა და ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ამბობს, რომ მთავარ მწვრთნელს ბევრი რამის შეცვლა არ უცდია - მხოლოდ მცირე ტაქტიკური ნიუანსები:

"ის შესანიშნავი ადამიანია. გუნდზე ნამდვილი მზრუნველია და თითოეულ ინფორმაციას, ერთი შეხედვით რთულ დეტალებსა და პოზიციურ განლაგებას ძალიან ზუსტად გვიხსნის. გუნდში ჩინებული ატმოსფეროა, ერთი ოჯახივით ვართ" - განაცხადა ფლემინგმა.

ქართველმა სპეციალისტმა სულ რაღაც ორი ვარჯიში გამართა, თუმცა, როგორც Hulldailymail-ი წერს, სეზონის ყველაზე სრულყოფილი
შეხვედრა ჩაატარა - "სუონსი" (2:0) დაამარცხა.

შოთას უახლოესი გამოცდა 5 თებერვალს, "პრესტონთან", ისევ საკუთარ მოედანზე ელის, ამის შემდეგ კი უეინ რუნის "დერბი ქაუნთს" ესტუმრება.

altარველაძის "ჰალის" მფლობელს 0:0-ს 3:4 ურჩევნია




მკითხველის კომენტარები / 6 /
სურათის მიხედვით, აშკარად ჰამლეტის მონოლოგს ამბობს, შექსპრს რომ გაეხარდებოდა იმ დრამატიზმით
ოფელია
16:12 03-02-2022
5
Vato arveladzes caiyvans uechveli
Nika
15:23 03-02-2022
25

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული