თბილისის "დინამო" კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა - შემდეგი მატჩი მოსკოვის "დინამოსთან" აქვს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში კიევის "დინამოსთან" 0:1 დამარცხდა.

გოლი 21-ე წუთზე კულაჩმა გაიტანა. შემდეგ თბილისელებმა შეუტიეს და საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე მეტოქე გუნდის მცველ ბოლს მოხვდა, მაგრამ  მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სხვათა შორის, უკრაინული მედიაც კი არბიტრის გადაწყვეტილებას საეჭვოდ მიიჩნევს. მერე მოისწრაფიშვილის შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ბუშანმა აიღო. შეხვედრის დასასრულს ცხადაძის შეგირდებმა რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და მინიმალურად დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმისას ძლიერი ქარი იყო, მეორე ტაიმისას კი - წვიმა. თბილისის "დინამოში" პირველად ითამაშა მალიმ.

"დინამო" (თბ)
(სასტარტო): კერესელიძე, კალანდაძე, ბენიო, ხვადაგიანი, მაისურაძე, კამარა, ოსეი, მოისწრაფიშვილი, ანტილევსკი, პაპავა, ბელენკი

შეცვლაზე შევიდნენ: მალი, ხარაბაძე, გვიშიანი, კირკიტაძე, მექვაბიშვილი, გაბედავა, იობაშვილი

10 თებერვალს თბილისის "დინამო" მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
კატასტროფაა !
ზურა
20:59 08-02-2022
8
კარგად ითამაშეს..მომეწონა
თემო
22:46 08-02-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული